გორის მუნიციპალიტეტში კორონავირუსის კიდევ ერთი შემთხვევა დადასტურდა - ვინ არის ინფიცირებული

სტატიის ავტორი

ოჭორიშვილის კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული 2 ახალი პაციენტი ჰყავთ, რომლებიც თეთრიწყაროს და გორის ცნობილ კლასტერს მიეკუთვნება. კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს ხელმძღვანელის, მაკა სოლოღაშვილის ინფორმაციით, ახალი პაციენტები მათ გუშინ დაემატათ და ორივე მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

მისივე თქმით, კლინიკის ბოქსირებულ ნაწილში წევს 63 პაციენტი. აქედან კორონავირუსი დადასტურებული აქვს 54 პაციენტს. როგორც მაკა სოლოღაშვილმა აღნიშნა, პაციენტების მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა და საყურადღებო მხოლოდ 6 მათგანის მდგომარეობაა.

გაიზარდა კლინიკაში გამოჯანმრთელებულთა რიცხვიც. მაკა სოლოღაშვილის ინფორმაციით, გამოჯანმრთელებულებს შეემატა 5 პაციენტი, რომელთაგან ერთი 6 წლის მოზარდია.

წყარო: rustavi2скачать dle 12.1








მსგავსი ამბები


კომენტარის დამატება

კოდის განახლება

Наверх