პარლამენტში წარდგენილი „შრომის კოდექსი“ ბავშვის მოვლის გამო მამებისთვის ანაზღაურებადი შვებულების დაწესებას ითვალისწინებს

სტატიის ავტორი

პარლამენტში წარდგენილი „შრომის კოდექსი“ ბავშვის მოვლის გამო მამებისთვის ანაზღაურებადი შვებულების დაწესებას ითვალისწინებს. ცვლილებებით განსაზღვრულია შვებულება ორსულობის და მშობიარობის გამო, ასევე ბავშვის მოვლის გამო.

კანონპროექტის მიხედვით, დასაქმებულს თავისი მოთხოვნის საფუძველზე ეძლევა ორსულობისა და მშობიარობის გამო ანაზღაურებადი შვებულება 126 კალენდარული დღის ოდენობით, ხოლო მშობიარობის გართულების ან ტყუპის შობის შემთხვევაში 143 კალენდარული დღის ოდენობით.

პროექტში აღნიშნულია, რომ დასაქმებულს თავისი მოთხოვნის საფუძველზე ეძლევა ბავშვის მოვლის გამო შვებულება 604 კალენდარული დღის ოდენობით, ხოლო მშობიარობის გართულების ან ტყუპის შობის შემთხვევაში 587 კალენდარული დღის ოდენობით. ცვლილებებით კონკრეტდება, რომ ბავშვის მოვლის გამო შვებულებიდან ანაზღაურებადია 57 კალენდარული დღე.

„ამ მუხლის მე-3 პუნქტში მითითებული ბავშვის მოვლის გამო შვებულება, პირველ პუნქტში მითითებული ორსულობის და მშობიარობის შვებულების გამოყენებული დღეების გამოკლებით, შეუძლია მთლიანად ან ნაწილობრივ გამოიყენოს ბავშვის დედამ ან მამამ. ასეთ შემთხვევაში, დასაქმებული ვალდებულია ორი კვირით ადრე გააფრთხილოს შესაბამისი დამსაქმებელი ბავშვის მოვლის გამო შვებულების აღების შესახებ. ბავშვის მოვლის გამო შვებულება ანაზღაურდება იმ შემთხვევაში, თუ მისი გამოყენება ხდება ანაზღაურებადი 183 ან 200 კალენდარული დღის განმავლობაში“, – აღნიშნულია პროექტში.скачать dle 12.1








მსგავსი ამბები


კომენტარის დამატება

კოდის განახლება

Наверх