შეაფასე-დავიწყე ფიქრი თუ რა სიკეთეების მოტანა შეეძლო არსებულ მდგომარეობას- მარი ლომიძე

სტატიის ავტორი

„თავიდან მაინც დაბნეული და დათრგუნული ვიყავი. არ ვიცოდი რა მეკეთებინა ან სად წავსულიყავი,“_ ამის შესახებ მარი ლომიძე გვიყვება რუბრიკა „შეაფასე“-ს ვიდეო მიმართვაში.
თვითიზოლაციიდან საკუთარ გამოცდილებაზე გვიყვება და არაერთ საინტერესო აქტივობას გვიზიარებს.
„პირველ რიგში შევიცვალე საცხოვრებელი ადგილი და გადმოვედი ლაგოდეხში მშობლებთან.
ვიმყოფები ე.წ „მწვანე ზონაში“.
თავიდან მაინც დაბნეული და დათრგუნული ვიყავი. არ ვიცოდი რა მეკეთებინა ან სად წავსულიყავი. თუმცა მალევე გავიარე ადაპტაცია და დავიწყე ფიქრი თუ რა სიკეთეების მოტანა შეეძლო არსებულ მდგომარეობას.
პირველი , რაც დავიწყე ეს არის ხატვა. ხშირად ამას უბრალოდ თერაპიის გამო ვაკეთებ. არ ვხატავ არაფერს და ვერთობი უბრალოდ ფერების დადებით. საერთოდ ხატვა მედიტაციისთვის ძალიან კარგი საშუალებაა რადგან ამ დროს მთლიანად გარემოს წყდები და გავიწყდება შენი თავიც კი.

სამსახურის მხრივ თითქმის არაფერი შეცვლილა , რადგან ბოლო თვეებია ვარ ფრილანსერი და დისტანციური მუშაობა ჩემთვის ჩვეულია, პირიქით კომფორტულია და არ ვარ შეზღუდული დღის რომელ მონაკვეთში ვიმუშვებ.

პერიოდულად სახლში ვაკეთებ ხოლმე მსუფუქ ვარჯიშებს. ვარჯიში პირველ რიგში, ჩვენს მენტალურ მდგომარეობაზე აისახება დადებითად და ვირუსთან გამკლავებაც უფრო მარტივია„ _აღნიშნავს მარი ლომიძე.


скачать dle 12.1








მსგავსი ამბები


კომენტარი (1)

avatar
0
#1 ანა
 ძალიან საყვარელი, მშვიდხმიანი გოგოა.❣

კომენტარის დამატება

კოდის განახლება

Наверх