ხელისუფლების უარი ანაკლიის განვითარების კონსორციუმს - "არ გვაქვს საფუძველი, რომ მერვედ ვენდოთ"

სტატიის ავტორი

ხელისუფლების უარი ანაკლიის განვითარების კონსორციუმს - ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, მთავრობას არ აქვს საფუძველი, რომ ანაკლიის განვითარების კონსორციუმს კიდევ ერთხელ ენდოს.
როგორც თურნავამ აღნიშნა, პირველი შესაძლებლობისთანავე ისინი ახალ ტენდერს გამოაცხადებენ და საფინანსო ინსტიტუტებთან თანამშრომლობას განაახლებენ.

"კონსორციუმს მრავალი წლის მანძილზე ჰქონდა ძალიან კარგი შანსი და ჩვენი მხარდაჭერა იმისთვის, რომ დადგენილ ვადებში, და თან ეს ვადები შვიდჯერ გადავუწეით, პროექტი დაეწყო და დაესრულებინა. სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს საფუძველი, რომ მერვედ ვენდოთ კონსორციუმს. ეს საკითხი დახურულია", - ამბობს თურნავა.

ანაკლიის განვითარების კონსორციუმში თვლიან, რომ საქართველოს ეკონომიკის აღდგენის დასაწყებად ერთ-ერთი საუკეთესი მამოძრავებელი სტიმული ანაკლიის პორტისა და მისი მიმდებარე ეკონომიკური ზონების განვითარება იქნება.

კონსორციუმმა კორონავირუსის პანდემიის გამო მთავრობასთან საარბიტრაჟო პროცესის დაწყება დროებით შეწყვიტა.

ისინი მზად არიან თავიდან აირიდონ საარბიტრაჟო წარმოება და მთავრობასთან ერთად მოიზიდონ დამატებითი ინვესტიციები და მუშაობა გააგრძელონ.скачать dle 12.1








მსგავსი ამბები


კომენტარის დამატება

კოდის განახლება

Наверх