"მივეჩვიოთ, საქართველო დამოუკიდებელი ქვეყანაა და საგარეო და საშინაო კურსსაც ის განსაზღვრავს" - "ოცნების" დეპუტატი საერთაშორის პარტნიორებს

სტატიის ავტორი

"საქართველო დამოუკიდებელი სახელმწიფოა და მის საშინაო და საგარეო კურსს თავად განსაზღვრავს"- ასე პასუხობს ფრაქცია ქართული ოცნება – მრეწველების თავმჯდომარე, სიმონ ნოზაძე იმ საერთაშირისო კრიტიკას, რომელიც პარტნიორი ქვეყნებიდან, პოლიტიკური პატიმრების არსებობის შესახებ ისმის.
ნოზაძე მმართველი გუნდის სხვა წევრების მსგავსად ირწმუნება, რომ 8 მარტის შეთანხმებაში პოლიტიკურ პატიმრებზე საუბარი არ ყოფილა და შეთანხმების ფასილიტატორი ელჩები, ამას არ ამბობენ.

"როგორი სათქმელია ახლა რომელი ელჩის მიერ, რომ მიუთითოს პარლამენტს, რომ შენ მართლმსაჯულებაზე მოახდინე ზემოქმედება და გამოაშვებინე ესა და ეს პიროვნება. ისინი თავიანთ ქვეყნებში ამას გააკეთებენ? მათი ქვეყნის პარლამენტები, კონგრესები, სეიმები ამას, რა თქმა უნდა, არ გააკეთებენ. მივეჩვიოთ, რომ საქართველო დამოუკიდებელი ქვეყანა არის, მის საგარეო პოლიტიკურ კურსსაც ის განსაზღვრავს, საშინაო პოლიტიკურ კურსაც ის დამოუკიდებლად განსაზღვრავს, მაგრამ განსაზღვრავს მეგობრებთან ერთად და მეგობრების მხარდაჭერის იმედით. და არა ის, რომ მის საშინაო საქმეებში ვინმე ჩაერიოს",- აცხადებს დეპუტატი.скачать dle 12.1








მსგავსი ამბები


კომენტარის დამატება

კოდის განახლება

Наверх