„თბილისი პრაიდი” კალაძეს მიმართავს 17 მაისს თბილისის ანძა ლგბტ დროშის ფერებში გაანათოს

სტატიის ავტორი

„თბილისი პრაიდი” ორგანიზატორები კახა კალაძეს წერილით მიმართავენ და მოუწოდებენ, 17 მაისს თბილისის ანძა ლგბტ დროშის ფერებში გაანათოს.



ამის შესახებ „პრაიმტაიმს“ ერთ-ერთმა ორგანიზატრომა გიორგი თაბაგარმა განუცხადა.



„დღეს ვაპირებთ მივმართოთ ოფიციალური წერილით. ამასთან დაკავშირებით გავავრცელებთ განცახდებას „თბილისი პრაიდის“ Facebook გვერდზე. ახლა ვცდილობთ ონლაინ გაგზავნას“, – ამბობს გიორგი თაბაგარი.





ცნობისთვის, 17 მაისი ჰომოფობიასთან, ტრანსფობიასთან და ბიფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა.



„თბილისი პრაიდის“ ორგანიზატორები ამ დღის აღსანიშნავად ემზადებიან და საზოგადოებას მოუწოდებენ, რომ სახლებიდან, ოფისებიდან, ბარებიდან, აივნებიდან თუ ფანჯრებიდან ცისარტყელას დროშა გადმოფინონ.скачать dle 12.1








მსგავსი ამბები


კომენტარის დამატება

კოდის განახლება

Наверх