შეაფასე - თვითიზოლაციის დროს პატარა კნუტები შეგვეძინა „კოვიდი“ და „მაშო“ პანდემიის სამახსოვროდ დავარქვით ეს სახელი - ნინო ხარაული

სტატიის ავტორი

„თვითიზოლაციის დროს პატარა კნუტები შეგვეძინა „კოვიდი“ და „მაშო“. პანდემიის სამახსოვროდ დავარქვით ეს სახელი“ _ გვიყვება ნინო ხარაული ვიდეომიმართვაში, რომლითაც ის რუბრიკა „შეაფასე“-ს გამოწვევაში ჩაერთო და თვითიზოლაციიდან საკუთარი ერთი დღე გაგვიზიარა.
ნინო თავისუფალი დროის დიდ ნაწილს შინაური ცხოველების მოვლასა და ზრუნვაში ატარებს.
როგორც თავად გვიყვება, ეს პროცესი ძალიან სასიამოვნოა და კორონავირუსის პირობებში დეპრესიის დასაძლევადაც კარგი საშუალებაა.

„თვითიზოლაციის დროს პატარა კნუცები შეგვეძინა „კოვიდი“ და „მაშო“. პანდემიის სამახსოვროდ დავარქვით ეს სახელი.
დამიჯერეთ შინაური ცხოველები ძალიან სასიამოვნოა, განსაკუთრებით თვითიზოლაციაში ანტიდეპრესიისთვის. წავიკითხე კვლევა, რომელშიც წერია, რომ თურმე კორონავირუსი ნაკლებად მოქმედებს იმ ადამიანებზე, ვისაც შინაური ცხოველები ჰყავს სახლში.“- აღნიშნავს ნინო.
გარდა ამისა, მან საკუთარ თავში ახალი მიგნებებიც აღმოაჩინა. დაიწყო პირბადეების შეკერვა და სხვადასხვა აქსესუარების დამზადება. ამის მიზეზად ნინო იმას ასახელებს, რომ დროის ფუჭად დაკარგვა არ უნდოდა.
ის სხვებსაც ამხნევებს და ყველას მოუწოდებს, რომ თუ მოვინდომებთ ყველაფერი შესაძლებელია.

„ბევრი დრო გამიჩნდა იმის გამო რომ გარეთ ვეღარ გავდივართ, მეგობრებს და ახლობლებს ვეღარ ვნახულობთ.
იმისთვის, რომ ეს დო ფუჭად არ დაკარგულიყო ჩემს თავში ახალი მიგნებები აღმოვაჩინე.
ძველი ნივთებისგან დავამზადე სამაჯურები, საყურეები და საინტერესო გულსაბნევები.
პანდემია ჩვენი ცხოვრების ნაწილი გახდა და შევკერე პირბადეები. უამრავი გავაჩუქე. მეგობრებსა და ახლობლებს მივეცი. თუ მოინდომებთ ყველაფერი გამოგივათ“_გვიყვება ნინო ხარაული რუბრიკაში.


скачать dle 12.1








მსგავსი ამბები


კომენტარის დამატება

კოდის განახლება

Наверх