საიტი იმყოფება BETA - ტესტირების რეჟიმში, თუ შეამჩნევთ რაიმე ხარვეზს აუცილებლად დაგვიკავშირდით.
საიტის ძველი ვერსიაზე გადასასვლელად დააჭირეთ აქ!

DIANEWS.GE-სიახლე


ხაშურში წყალმომარაგება-წყალარინების საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ინფრასტრუქტურა მოეწყობა

personuser access_time17-11-2018, 16:28
რეგიონული განვითარებისა და იფრაასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, ხაშურში წყალმომარაგება-წყალარინების საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ინფრასტრუქტურა მოეწყობა-ამის შესახებ ადგილობრივებს ინფორმაცია პრეზენტაციის სახიტ გამართულ შეხვედრაზე მიაწოდეს.

ხაშურის წყალმომარაგებისა და კანალიზაციის სისტემები მოძველებულია. სასმელი წყლის ქსელის 90% კი ამორტიზებული, მოსახლეობას წყალი საშუალოდ ექვსსაათიანი გრაფიკით მიეწოდება.

შეხვედრისას, წყალმომარაგების კომპანიის დირექტორი, ეკატერინე გალდავა მოსახლეობას იმ სამუშაოების მოცულობაზე ესაუბრა, რომელსაც კომპანია ქალაქის წყალმომარაგება-წყალარინების თანამედროვე ინფრასტრუქტურის მოწყობისა და გამწმენდი ნაგებობის მშენებლობის მიმართულებით გეგმავს. სარეაბილიტაციო სამუშაოები 2019 წლის ბოლოს დაიწყება. ამჟამად საპროექტო მომსახურების სამუშაოები მიმდინარეობს.

,,კომპანია პროექტს ამზადებს და ვფიქრობ, იანვრის ბოლოს დავასრულებთ ამ კუთხით მუშაობას. ვცდილობთ და მაქსიმალურს ვაკეთებთ იმისათვის, რომ 2019 წლის ბოლოსთვის დავიწყოთ ინფრასტრუქტურული სამუშაოები. უკვე მოვიძიეთ დონორი კომპანია და სრულფასოვნად შევუდგებით საქმიანობას, რომ ხაშურის მოსახლეობას წყალმომარაგების მრავალწლიანი პრობლემა მოვუგვაროთ. პროექტის დასრულების შედეგად, 28 000-მდე ადამიანი ცენტრალიზებული სასმელი წყლით იქნება უზრუნველყოფილი. ქალაქს გამართული წყალარინების ქსელი მოემსახურება. გამწმენდი ნაგებობა ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ, ჩამდინარე წყლების წმენდის სრულ ბიოლოგიურ ციკლს განახორციელებს, რაც მნიშვნელოვნად შეამცირებს რეგიონში გარემოს დაბინძურების რისკებს“ - განაცხადა ეკატერინე გალდავამ.

შეხვედრას სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად, ხაშურის მაჟორიტარი დეპუტატი, მერი და რეგიონის გუბერნატორი ესწრებოდნენ.

ავტორი: თათია გოგოლაძეскачать dle 12.1





content_copyკატეგორიები

გამოხატე შენი პოზიცია