საიტი იმყოფება BETA - ტესტირების რეჟიმში, თუ შეამჩნევთ რაიმე ხარვეზს აუცილებლად დაგვიკავშირდით.
საიტის ძველი ვერსიაზე გადასასვლელად დააჭირეთ აქ!

DIANEWS.GE-სიახლე


14 წლის წინ დაკარგული ბავშვის ცხედრის სამძებრო ღონისძიებები დღეს განახლდება

personuser access_time19-11-2018, 11:15
მეოთხე დღეა გორში, კულტურისა და დასვენების პარკის “ახალბაღი“ტერიტორია, რომელიც მდინარე ლიახვის სანაპიროს ესაზღვრება, პოლიციის ოპერატიული ლენტითაა შემოსაზღვრული. 14 წლის წინ დაკარგული ბავშვის ცხედრის სამძებრო ღონისძიებებმა, სავარაუდოდ, ჯერჯერობით შედეგი ვერ გამოიღო. ასევე უცნობია, რა ტერიტორიაზე განახლდება ძებნა. შსს-ს ოპერატიული ჯგუფები პარკის ტერიტორიაზე ისევ რჩებიან.

არსებული ინფორმაიცით, გორში 9 წლის გოგონას მკვლელობის საქმეში ბრალდებულმა იაგო ნებიერიძემ წლების წინ გაუჩინარებული კიდევ ერთი ბავშვის ცხედრის ადგილსამყოფელი აღიარა და სამართალდამცავები სწორედ აღნიშნულ ადგილს ეძებენ. სამძებრო ღონისძიების ფარგლებში, ბრალდებული იაგო ნებიერიძე გორში საგამოძიებო ექსპერიმენტისთვის ჩაიყვანეს.

11 წლის ზაქრო ბერძნიშვილი გორში, 2004 წლის 1-ელ ნოემბერს გაუჩინარდა. ოჯახს უცნობმა პირებმა გამოსასყიდი მოსთხოვეს. გაუჩინარებული ზაქრო ბერძნიშვილის საქმეში ფულის გამოძალვის ბრალდებით იაგო ნებიერიძე იხდიდა სასჯელს, რომელიც მაშინ მხოლოდ 20 წლის იყო და მამასთან ერთად, დაკარგული ბავშვის ოჯახის კუთვნილ ავტოფარეხში მუშაობდა.скачать dle 12.1





content_copyკატეგორიები

გამოხატე შენი პოზიცია