შეაფასე - რთული იყო მოვწყვეტოდი ლაბორატორიას მაგრამ გადავწყვიტე დრო მთლიანად ფიზიკის თეორიული ნაწილისთვის გამომეყენებინა - ოთო დოლიძე

სტატიის ავტორი


„ეს ვირუსი ჩემთვისაც ძალიან დიდი გამოწვევა იყო რადგან სტუდენტი ვარ. ვსწავლობ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფიზიკის ფაკულტეტზე“ _ გვიყვება ოთო დოლიძე ვიდეომიმართვაში, რომელიც მან სპეციალურად რუბრიკა „შეაფასე“-სთვის გადაიღო.
ოთო საკუთარ ერთ დღეს გვიზიარებს თვითიზოლაციიდან, გვიყვება რა შეცვალა პანდემიამ მის ცხოვრებაში და რა აქტივობებით არის ახლა დაკავებული.

„ჩემი სწავლების უმეტესი ნაწილი ლაბორატორიული სამუშაოებია. რთული იყო მოვწყვეტოდი ლაბორატორიას , ამიტომ გადავწყვიტე ეს დრო მთლიანად ფიზიკის თეორიული ნაწილისთვის გამომეყენებინა. ვცდილობ რაც შეიძლება ბევრი ვისწავლო და ახალი საკითხები მოვძებნო“ _ აღნიშნავს ოთო.

მისი დღე მხოლოდ განათლებას არ ეთმობა. იგი დილას ჯანსაღად, ვარჯიშით იწყებს. მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან ერთად ინტელექტუალური თუ სპორტული თამაშებით არის დაკავებული.
გარდა ამისა, მის ყოველდღიურობაში მუსიკაც გადამწყვეტ როლს ასრულებს და მეგობრებთან ერთად სახლის პირობებში პატარა სტუდიაც მოაწყო.

„COVID -19-მა შეცვალა ჩვენთვის ნაცნობი მსოფლიო და ის ისეთივე აღარასდროს იქნება. მაგრამ ჩვენ შეგვიძლია გამოსავალი ვიპოვოთ და თვითიზოლაცია გავხადოთ პოზიტიური. ვიკითხოთ ბევრი წიგნი, ვუყუროთ ფილმებს, ვივარჯიშოთ, ვისწავლოთ ინტელექტუალური თამაშები და ვივარჯიშოთ სიმღერაში. აღმოვაცინოთ საკუთარ თავში ის, რაც აქამდე არ აღმოგვიჩენია.
კარგი იქნება თუ თვითიზოლაციაში ადამიანები ისეთი ინტელექტუალური თამაშებით დაკავდებიან როგრიც არის მაგალითად ჭადრაკი. განსაკუთრებით კი პატარა ბავშვები, რადგან ეს მათ გონებრივ შესაძლებლობებს კიდევ უფრო აძლიერებს, მატებს სისხარტეს და აუმჯობესებს მეხსიერებას. თვითიზოლაციაშიც ძალიან მარტივია ჭადრაკის შესწავლა, რადგან ბევრი ონლაინ კურსი არის, სადაც ბავშვებს შეუძლიათ ჭადრაკი უფასოდ შეისწავლონ.
თვითიზოლაციამ მოგვწყვიტა მუსიკალურ სტუდიას, ამიტომ გადავწყვიტეთ სახლში გაგვეკეთებინა პატარა სტუდია“_ გვიყვება ოთო დოლიძე რუბრიკაში.


скачать dle 12.1








მსგავსი ამბები


კომენტარის დამატება

კოდის განახლება

Наверх