მალხაზ მაჩალიკაშვილი ნაციონალურ მოძრაობას მხარდაჭერას უცხადებს

სტატიის ავტორი


პანკისის ხეობაში სპეცოპერაციისას დაჭრილი და შემდეგ საავადმყოფოში გარდაცვლილი თემირლან მაჩალიკაშვილის მამა, მალხაზ მაჩალიკაშვილი აცხადებს, რომ ის "ნაციონალურ მოძრაობას" უჭერს მხარს. ამის შესახებ მან პანკისელების მიმართ გაკეთებულ განცხადებაში თქვა, რომელიც Facebook-ზე გამოაქვეყნა.

ჩემო ქისტებო, ახლა თქვენ მინდა მოგმართოთ - არავის ეგონა საქართველოში, თუ ეს სისხლისმსმელი ხროვა პანკისიდან ხმებს წამოიღებდა, მაგრამ არის კატეგორია ხალხისა, „სხვისი ჭირი ღობეს ჩხირიო“, რომ მიაჩნია... მე არ დამიტოვეს არჩევანის გაკეთების საშუალება, რადგანაც სხვა პარტიები გავიდნენ ამ ბინძური თამაშიდან ხალხის უნდობლობის გამო. იძულებული ვხდები, „ნაციონალურ მოძრაობას“ დავუჭირო მხარი. ნათქვამია, „წყალწაღებული ხავსს ეჭიდებოდაო“ და მეც ვებღაუჭები ამ ხავსს. უმორჩილესად გთხოვთ, დამიჭიროთ მხარი, რომ ამ ქოცთა ხროვამ არ იბოგინონ ქვეყანაზე. თუ არ დამიჭერთ მე მხარს, ამ „ქოცებს“ მაინც ნუ მისცემთ ხმას“, - წერს მაჩალიკაშვილი.

ბერი გაბრიელ სალოსი ქუჩაზე ანტიტერორისტული სპეცოპერაცია 2017 წლის 21-22 იანვარს ჩატარდა. შედეგად დააკავეს ერთი ადამიანი - საედ დუდაევი, ხოლო წინააღმდეგობის გაწევისას გარდაიცვალა სამი ადამიანი, მათ შორის ერთ-ერთი აჰმედ ჩატაევია.

ამ სპეცოპერაციიდან თითქმის 1 თვეში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა მეორე სპეცოპერაცია ამჯერად პანკისის ხეობაში ჩაატარა, რა დროსაც 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი დაიჭრა, რამდენიმე პირი კი დააკავეს. თემირლან მაჩალიკაშვილი საავადმყოფოში 10 იანვარს გარდაიცვალა.

თემირლან მაჩალიკაშვილის მშობლებს და პანკისის უხუცესებს აჰმედ ჩატაევთან და ტერორისტებთან მაჩალიკაშვილის კავშირს არ სჯერათ. მათ არა ერთხელ გამართეს საპროტესტო აქციები.скачать dle 12.1








მსგავსი ამბები


კომენტარის დამატება

კოდის განახლება

Наверх