აქამდე ორ ფრონტზე ვიბრძოდით, გუშინ ახალი ფრონტი გაგვეხსნა პოლიტიკური მასკარადის სახით - გახარია

სტატიის ავტორი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი გახარია ოპოზიციის კრიტიკას და საპარლამენტო კონტროლს პოლიტიკურ მასკარადს უწოდებს.

საუბარია კანონპროექტზე, რომელიც მთავრობას საშუალებას მისცემს, შეზღუდვები საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშეც დააწესოს. კანონპროექტს პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს, ვინაიდან საგანგებო მდგომარეობა დღეს, 22 მაისს სრულდება.

"ზუსტად 2 თვის შემდეგ შეგვიძლია გადავდგათ ნაბიჯი საგანგებო მდგომარეობის გაუქმების მიმართულებით. თუმცა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ქვეყანაში ყველაფერი კარგად არის და საერთოდ არ ნიშნავს იმას, რომ პანდემია დამარცხებულია.

ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ პანდემიის დროს მოგვიწევს 2 მიმართულებით ბრძოლა - პირველ რიგში, ადამიანის ჯანმრთელობის და სიცოცხლის და შემდგომ, ჩვენი ეკონომიკის აღორძინება. ადამიანის ჯანმრთელობაზე ზრუნვას ჩვენ გავართვით თავი და ეს ამ საბჭოს დიდი დამსახურებაა [...]. ახლა ვიბრძვით ეკონომიკის სწრაფი აღორძინების მიმართულებით. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეს ყველაფერი ერთმანეთთან უკიდურესად არის დაკავშირებული. და გუშინ აღმოვაჩინეთ, რომ გაგვეხსნა ახალი ფრონტი, პოლიტიკური ფრონტი, პოლიტიკური მასკარადის სახით, რომელმაც რისკის ქვეშ დააყენა და შეიძლება დააყენოს ადამიანის ჯანმრთელობა და სიცოცხლე. ყველა ეტაპზე პრიორიტეტი იქნება ადამიანის ჯანმრთელობა და სიცოცხლე" - არნიშნა მან.

ცნობისთვის, პარლამენტში საგანგებო მდგომარეობის გარეშე შეზღუდვების დაწესების კანონპროექტის განხილვამ კრიტიკის ფონზე ჩაიარა. ოპოზიცია კანონპროექტს ავტორიტარიზმისკენ გადადგმულ ნაბიჯად მიიჩნევს, მმართველი გუნდი კი ოპოზიციას "გოიმებად" მოიხსენიებს.
скачать dle 12.1








მსგავსი ამბები


კომენტარის დამატება

კოდის განახლება

Наверх