საიტის ძველი ვერსიაზე გადასასვლელად დააჭირეთ აქ!

DIANEWS.GE-სიახლე


თამარ ედიშერაშვილი- 600 000 ბენეფიციარი 14 დღეზე რომ გავყოთ, საშუალოდ, 42 ათასი მოქალაქის საქმის დამუშავება უნდა მოხდეს დღეში, რაც წარმოუდგენელია

personuser access_time19-11-2018, 14:49


პრემიერ-მინისტრის დღევანდელ განცხადებას, რომელიც 600 000-ზე მეტი მოქალაქეს ბანკების, ონლაინ ორგანიზაციების და სხვა საფინანსო ინსტიტუტების მიმართ დავალიანების განულებას ეხება ეკონომისტები აფასებენ. თამარ ედიშერაშვილის აზრით მმართველი პარტიის მხრიდან ეს ჩვეულებრივი წინასაარჩევნო დაპირებაა, რადგან წარმოუდგენელია 600 000 საქმის 14-15 დღეში დამუშავება.

“გუშინ კახი კალაძემ ისეთი დამაიმედებელი განცხადება გააჟრერა, რომლის მიხედვითაც კარგად მოფიქრებულ პროგრამას გვთავაზობდა იმედი მომეცა. დღეს კი, ეს განცხადება მოვისმინეთ. ამ 600 000 ადამიანში ძალიან ცოტაა ვინც სერიოზული საჭიროებისათვის აიღო სესხი, ამიტომ ეს წინასარჩევნო დაპირებას უფრო გავს. რადგან 600 000 ბენეფიციარი, რომ გავყოთ 14 დღეზე, რაც არის ვადა, საშუალოდ 42 000 მოქალაქის საბუთების გადამუშავება უნდა მოხდეს ერთ დღეში, ეს არის წარმოუდგენელი, უბრალოდ ყოველგვარ ლოგიკას მოკლებული. დროში ხომ უნდა გაიწეროს პროგრამა. ამიტომ, ძალიან ვწუხვარ, რომ მთავრობა ასეთ განცხადებებს აკეთებს. პირადად მე, ყოველთვის კარგი მთავრობის მომხრე ვარ, რადგან მათი საქმიანობა ჩემს ცხოვრებაზე და ყველას ცხოვრებაზე პირდაპირ აისახება. ეს ეხლა არის წმინდად წინასაარჩევნო დაპირება, რადგან 15 დეკემბრიდან 1 იანვრამდე ამის განხორციელება არის წარმოუდგენელი. შესწავლასაც ვერ მოასწრებენ, მერე დაბრალდება ისევ ამომრჩეველს რომ ვერ ჩაეტიეთ დროში და ამიტომ ვერ მოხდა ამ სესხების განულება. ისე როგორც მოხდა 2012 წელს. საერთოდ გარდატეხა მაშინ მოხდება, თუ ისეთ სესხებს შეეხება ეს ინიციატივა, რომლის მიხედვითაც აშენდა შენობები, შეიქმნა სამუშაო ადგილები, აი იქ უნდა მოხდეს ჩარევა და იმ ხალხს უნდა დაეხმაროს სახელმწიფო. სესხებთან დაკავშირებით საზოგადოება ითხოვდა შველას, მაგრამ ხალხს არავინ დაეხმარა და ბანკებმა ბოლომდე ჩაძირეს, ბოლომდე დააყაჩაღეს. ამიტომ ახლა, დღევანდელი განცხადებით ეკონომიკის სასარგებლო არაფერი ხდება, პირიქით დროში ისეთი შეზღუდულია მისი განხორციელება, სამწუხაროდ ჩვეულებრივ წინასაარჩევნო დაპირებდ ითვლება. ვინც დაიჯერებს და ვინც გაბრიყვდება ხომ კარგი, ვინც არადა, ისედაც ვცდილობთ საკუტარი ძალებით მოვერიოთ სესხებთან დაკავშირებულ პრობლემებს-განაცხადა ეკონომისტმა თამარ ედიშერაშვილმა.

მტავრობის მეთაურმა დღეს დილით განაცხადა, რომ საქართველოს 600 ათასზე მეტ მოქალაქეს ბანკების, ონლაინ ორგანიზაციების და სხვა საფინანსო ინსტიტუტების მიმართ დავალიანება გაუნულდება. მისივე თქმით, ვალების განულების პროცესი დაიწყება 15 დეკემბერს და 31 დეკემბრამდე დასრულდება. როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, ვალების განულების პროცესი ფონდ „ქართუს“ მხარდაჭერით განხორციელდება. მთავრობის მეთაურის თქმით, მოქალაქეთა ჭარბვალიანობის პრობლემის მოგვარებაზე მთელი სამთავრობო გუნდი, დიდი ხნით ადრე მუშაობდა.

ავტორი: თათია გოგოლაძეскачать dle 12.1








content_copyკატეგორიები

ასევე გირჩევთ

ჩვენი რეპორტაჟები

გამოხატე შენი პოზიცია