გიორგი გახარია: საქართველოში არ ყოფილა არც ერთი ინფიცირებული, რომელსაც სტაციონალური მკურნალობა არ მიეღო

სტატიის ავტორი

საქართველოშ არ ყოფილა არც ერთი ადამიანი, ვინც ინფიცირებული იყო ან ეჭვი არსებობდა, რომელსაც სტაციონალური მკურნალობა არ მიეღო - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ პარლამენტში კორონავირუსთან დაკავშირებით სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„ჩვენზე ბევრად უფრო ძლიერმა, ევროპულმა სახელმწიფომ ეს ვერ შეძლო. უამრავი მაგალითი იყო ევროპაში, როდესაც ინფიცირებულ ადამიანებს ეუბნებოდნენ - დარჩით სახლში და სახლის პირობებზე იმკურნალეთ. ამან რა შედეგიც გამოიღო ყველა კარგად ხედავდით“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

ქვეყანაში კორონავირუსი 735 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 557 უკვე გამოჯანმრთელდა. საქართველოში კორონავირუსით გარდაიცვალა 12 ადამიანი. კარანტინის რეჟიმში 3076 ადამიანი რჩება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი - 300.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.скачать dle 12.1








მსგავსი ამბები


კომენტარის დამატება

კოდის განახლება

Наверх