პრემიერი სამადაშვილს: შთაბეჭდილება მრჩება, რომ ბოლო დროს ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების თარგმნის ის ექსკლუზიური უფლება მოიპოვეთ, რომელიც სინამდვილეში არ გაქვთ

სტატიის ავტორი

შთაბეჭდილება მრჩება, რომ ამ ბოლო დროს თქვენ მოიპოვეთ ექსკლუზიური უფლება ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების თარგმნის. სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, ასეთი ექსკლუზიური უფლება თქვენ არ გაქვთ და მათთან მე პირადად უფრო მჭიდრო ურთიერთობა მაქვს, - ასე უპასუხა პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ სალომე სამადაშვილის შეკითხვას, 8 მარტის შეთანხმების ჩაშლა საერთაშორისო პარტნიორებთან ურთიერთობას ზიანს ხომ არ მიაყენებს.

„ყველაფერთან ერთად, გვარებს რომ ჩამოთვლით ხოლმე, თუ ობიექტურად შევაფასებთ ყველაფერს, დარწმუნებული ვარ, რომ თქვენ ჩემზე უკეთესად იცით, რომ ეს ადამიანები, პირველ რიგში, არიან საქართველოს მეგობრები და არა „ნაციონალური მოძრაობის“. შესაბამისად, ეს ადამიანები იქნებიან ისინი, რომლებიც აქამდე ობიექტურად აფასებდნენ და მომავალშიც შეაფასებენ კონკრეტულად იმ 8 მარტის შეთანხმებასაც. სულ მალე მოვა საკონსტიტუციო ცვლილებების დრო და იქაც ვნახავთ, ვინ როგორ პოზიციას დაიჭერს“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

ოპოზიცია და ხელისუფლება 8 მარტს 2020 წლის არჩევნების 120/30-ზე მოდელით ჩატარებაზე შეთანხმდნენ. შესაბამის შეთანხმებას მხარეებმა აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში გამართულ შეხვედრაზე მიაღწიეს.

ოპოზიციის განცხადებით, შეთანხმება შედგა გიგი უგულავას, გიორგი რურუასა და ირაკლი ოქრუაშვილის გათავისუფლებაზეც. 15 მაისს სალომე ზურაბიშვილმა გიგი უგულავასა და ირაკლი ოქრუაშვილის შეწყალების გადაწყვეტილება მიიღო.скачать dle 12.1








მსგავსი ამბები


კომენტარის დამატება

კოდის განახლება

Наверх