სატელეფონო ზარის შემდეგ მეთორმეტე კლასელი გოგონა ფანჯრიდან გადავარდა-იტყუებიან თუ არა პედაგოგები?

სტატიის ავტორი

დღეს ჩოატაურის მუნიციპალიტეტის #1 საჯარო სკოლის მეთორმეტეკლასელი გოგონა ფანჯრიდან გადავარდა- ეს ის ვერსიაა, რაზეც პედაგოგები საუბრობენ და ირწმუნებიან, რომ მეორე სართულიდან გადავარდნილმა მოსწავლემ, მათ თავად უთხრა, რომ სელფს იღებდა, რა დროსაც წონასწორობის დაცვა ვერ შეძლო.

თუმცა, პედაგოგების ვერსიას თავდაყირა აყენებს, ექიმ-რეანიმატოლოგის, ნანა ჯიბუტის განცხადება, რომელიც ამბობს, რომ გოგონა "მედალფას" სამედიცინო ცენტრში უმძიმეს მდგომარეობაში გადაიყვანეს. მისი თქმით, მას წათმეული ჰქონდა მეტყველების უნარიც: "უმძიმესი ტრამვებით შემოიყვანეს გოგონა, მას აღენიშნება ბარძაყის ძვლის მოტეხილობა, ტვინის შერყევის მძიმე ფორმა, აქვს მრავვლობითი დაზიანებები. გოგონას წართმელი ჰქონდა მეტყველების უნარი, ცნობიერება არ ჰქონდა"-გვეუბნება "მედალფას" ექიმი.

რაც შეეხება დეტალებს, რაზეც თავად სკოლაში პედაგოგები ჰყვებიან. მათი განცხადებით, მეთორმეტე კლასელი ნ.ჯ კლასელებთან ერთად, სპორტის გაკვეთილზე იყო, რა დროსაც მობილურზე ვიღაცამ დაურეკა. გოგონამ გაკვეთილი მიატოვა და მეორე სართულზე, მეექვსე კლასის ოთახში შევიდა.

პედაგოგების თქმით, გოგონა ფანჯრის რაფაზე სელფს იღებდა და შემთხვევით გადავარდა: "როცა ჩავარდით ქვემოთ, თავად ბავშვმა გვითხრა, რომ ის სელფის გადაღების დროს გადმოვარდა"-აცხადებენ პედაგოგები.

რაც შეეხება ტელეფონს, რომლითაც პედაგოგების მტკიცებით გოგონა სელფს იღებდა, იმავე ფანჯრის რაფაზე დადებული იპოვეს, რომელსაც არანაირი დაზიანება არ აღენიშნება.

ამ წუთებში კი, ჩოხატაურის პოლიციაში მომხდარზე სკოლის დირექტორისა და მეთორმეტე კლასის დამრიგებელის დაკითხვა მიმდინარეობს. თავად დაშავებული კი, რეანომობილით ქუთაისში გადაიყვანეს.

წყარო: newposts.geскачать dle 12.1








მსგავსი ამბები


კომენტარის დამატება

კოდის განახლება

Наверх