არჩილ თალაკვაძე: მაღალი ალბათობით დღეს საკონსტიტუციო ცვლილებები მეორე მოსმენით დამტკიცდება

სტატიის ავტორი

ყველა ოპოზიციურ პოლიტიკურ ჯგუფს, გარდა „ევროპული საქართველოსი“ და „ნაციონალური მოძრაობისა“, დადასტურებული აქვს მხარდაჭერა, რაც ნიშნავს, რომ მაღალი ალბათობით დღეს საკონსტიტუციო ცვლილებები მეორე მოსმენით დამტკიცდება, სავარაუდოდ, 116 ხმით, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, სწორი გადაწყვეტილება იყო, საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება მრავალპარტიული მხარდაჭერით.

„დღეს საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებული საკონსტიტუციო ცვლილებები კენჭისყრაზე მეორე მოსმენით გამოდის, რაც ნიშნავს, რომ შემდეგ კვირაში უკვე მესამე მოსმენა იქნება და ამით პრაქტიკულად საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებული განხილვა პარლამენტში დასრულდება. ჩვენ რეფორმის შემდეგ მნიშვნელოვან ეტაპზე გადავდივართ და ეს ეუთო/ოდირის რეკომენდაციების თანახმად საარჩევნო კოდექსის რეფორმირებაა. რაც შეეხება დღევანდელ მდგომარეობას, უმრავლესობის 92 წევრს, ასევე ყველა ოპოზიციურ პოლიტიკურ ჯგუფს, გარდა „ევროპული საქართველოსი“ და „ნაციონალური მოძრაობისა“, დადასტურებული აქვს მხარდაჭერა, რაც ნიშნავს, რომ მაღალი ალბათობით დღეს საკონსტიტუციო ცვლილებები მეორე მოსმენით დამტკიცდება, სავარაუდოდ, 116 ხმით. სწორი გადაწყვეტილება იყო, როდესაც მრავალპარტიული მხარდაჭერით მივიღეთ პირველ მოსმენაზე ეს ცვლილებები. ეს კარგი იყო არა მხოლოდ დემოკრატიული პროცესისთვის, არამედ - მთლიანად პოლიტიკური სპექტრისთვის, იმ პარტიებისთვისაც, ვინც ამ ცვლილებებს ხმა მისცა. თუმცა თუ ჩვენ შევხედავთ კენჭისყრის მათემატიკას დ არა პოლიტიკურ მხარეს, მათემატიკურად „ქართული ოცნება“ სხვა პოლიტიკურ ჯგუფებთან ერთად „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ გარეშე ამ ცვლილებების მიღებას პირველ მოსმენაზე თავისუფლად ახერხებდა“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანას დღეს პარლამენტში, პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენით უყრიან კენჭს. საკონსტიტუციო ცვლილებებს პირველი მოსმენით კენჭი 21 ივნისს უყარეს.

კანონპროექტის მიხედვით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები შერეული სისტემით ჩატარდება, რაც იმას ნიშნავს, რომ პარლამენტში აირჩევენ 120 წევრს პროპორციული და 30 წევრს მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით.скачать dle 12.1








მსგავსი ამბები


კომენტარის დამატება

კოდის განახლება

Наверх