ქართული სპორტი კორონავირუსის პანდემიის დროს და შემდგომ პერიოდში

სტატიის ავტორი

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის ხელშეწყობითა და არასამთავრობო სპორტული ორგანიზაციების - La Liga Business School და Sport Solution ინიციატივით, 25 ივნისს გაიმართა ვებინარი თემაზე - ქართული სპორტი კორონავირუსის პანდემიისა და მის შემდგომ პერიოდში (Webinar Congress: Georgian Sport through and after Covid19).

ვებინარში მონაწილეობა მიიღეს სამინისტროს, პარლამენტის, ოლიმპიური კომიტეტისა და სპორტის უნივერსიტეტის, ასევე აღნიშნული სპორტული ორგანიზაციების წარმომადგენლებმა.ვებინარში მოხსენებით წარდგა და არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძემ. ასევე, ხოსე მოია გომესმა, რომელიც ლა ლიგის ბიზნეს სკოლის დირექტორია, ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა ელგუჯა ბერიშვილმა და ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის რექტორმა ჯემალ ძაგანიამ. ონლაინ დისკუსიის დროს, განიხილესმდგომარეობა, რომელიც კორონავირუსის პანდემიის მიზეზით ქართულ სპორტში და ასევე საერთაშორისო სპორტში შეიქმნა. ვებინარის სპიკერებმა ყურადღება გაამახვილესნაბიჯებზე, რომელიცპანდემიის პერიოდში სახელმწიფომ გადადგა სპორტის მიმართულებით,ასევე იმსჯელეს საერთო ხასიათის პრობლემატიკაზე, ძირითადი საკითხების მოგვარებისა და სპორტში პანდემიის შემდგომი პერიოდის სამოქმედო გზებზე.

ესპანეთის საფეხბურთო ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის - „ლა ლიგა ბიზნეს სკოლა“ საგანმანათლებლო დეპარტამენტია, რომელიც სპორტის მენეჯმენტისა და მარკეტინგის მიმართულებით მუშაობს და სხვადასხვა სამაგისტრო პროგრამებსა და კურსებს ახორციელებს სპორტის სფეროში. „ლა ლიგა ბიზნეს სკოლა“ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროთან და ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტთან აქტიურად თანამშრომლობს. ორგანიზაციის ინიციატივით, 2020 წლის იანვრიდან, საქართველოში პირველად, „ლა ლიგა ბიზნეს სკოლის“ სპორტის მარკეტინგის 3 კვირიანი კურსი ჩატარდა.




[/center]скачать dle 12.1








0
თარიღი: 26-06-2020, 12:44
0
138

მსგავსი ამბები


კომენტარის დამატება

კოდის განახლება

Наверх