სადგურის დასახლებაში საბავშვო ბაღის მშენებლობა აგვისტოში დასრულდება

სტატიის ავტორი

გორში, სადგურის დასახლებაში, საბავშვო ბაღის მშენებლობა აგვისტოში დასრულდება - ამის შესახებ ინფორმაციას გორის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, პროექტის ღირებულება 1 101 562 ლარია. ხოლო სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტისა და რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის თანადაფინანსებით ხორციელდება.

საბავშვო ბაღის შენობა ორსართულიანი იქნება და სამი ჯგუფური უჯრედი მოეწყობა. გარდა ამისა, დაწესებულება ადაპტირებული იქნება.

საბავშვო ბაღში სკოლამდელი განათლების მიღებას 100-ზე მეტი ბავშვი შეძლებს.

სადგურის დასახლებაში თითქმის 20 წელია საბავშვო ბაღი აღარ ფუნქციონირებს. მოსახლეობას პატარები - ქალაქის სხვა უბნებში მდებარე სააღმზრდელო დაწესებულებებში დაჰყავთ.

აღნიშნული საბავშვო ბაღის მშენებლობა დაახლოებით 3 წელია მიმდინარეობს, თუმცა, სხვადასხვა დროს სხვადასხვა მიზეზით მშენებელი კომპანიები სამუშაოებს წყვეტდნენ.скачать dle 12.1








მსგავსი ამბები


კომენტარის დამატება

კოდის განახლება

Наверх