ხაშურში პროფესიული კოლეჯი აშენდება

სტატიის ავტორი

ახალგაზრდებისთვის პროფესიულ განათლებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, ხაშურში პროფესიული კოლეჯი აშენდება. მშენებლობას საფუძველი უკვე ჩაეყარა.

საგანმანათლებლო დაწესებულებისთვის სამსართულიანი შენობის მშენებლობაა დაგეგმილი, რომელიც სრულად დააკმაყოფილებს საერთაშორისო საგანმანთლებლო სტანდარტებს - შშმ პირთათვის სრულად ადაპტირებულ შენობაში მოეწყობა თანამედროვე ტიპის სასწავლო სივრცეები, მათ შორის მაღალ ტექნოლოგიური სახელოსნოები.

გარდა სასწავლო კორპუსისა, სასწავლებლის ეზოში განთავსდება თანამედროვე სტანდარტის ღია სპორტული მოედანი.

კოლეჯში შესაძლებელი იქნება რეგიონის საჭიროებებზე მორგებული ისეთი პროფესიების დაუფლება, როგორიცაა: ელექტროობა, საინფორმაციო ტექნოლოგიები, შედუღება, იატაკის მოპირკეთება, ქვის სამუშაოების წარმოება, კულინარია, კონდიტერია, ვეტერინარია, მეფუტკრეობა, მებაღეობა, სატყეო საქმე და სხვ.

კოლეჯი 150 სტუდენტზე იქნება გათვლილი.скачать dle 12.1








მსგავსი ამბები


კომენტარის დამატება

კოდის განახლება

Наверх