სამუშაო შეხვედრა კასპში - რამდენიმე სოფელში წყალმომარაგების სისტემის მონტაჟი დაიწყო

სტატიის ავტორი

საოკუპაციო ხაზთან მდებარე, კასპის მუნიციპალიტეტის სოფლებში წყალმომარაგების სისტემების მონტაჟი გრძელდება. სამუშაოების მიმდინარეობასთან დაკავშირებით, ადგილობრივ მერიაში შეხვედრა გაიმართა.

ლამისყანის, სამთავისის, ქვემო ჭალის და კოდისწყაროს წარმომადგენლები კასპის მერიის თანამშრომლებსა და მშენებლი კომპანიის შპს „კომფორტმშენი XXI „-ის წარმომადგენელს ნიკოლოზ კასრაძეს შეხვდნენ.

შეხვედრაზე დეტალურად განიხილეს სოფელ ბოჟამში, ხვითში, კოდისწყაროში, ყარაფილაში, ზარდიაანთკარსა და საკორინთლოში მიმდინარე მშენებლობის საკითხები.
დაგეგმილია, ყველა არსებული და მშენებარე ჭაბურღილიდან გამანაწილებელი ქსელის მოწყობა ინდივიდუალური შემყვანებითა და წყალმზომი კვანძით.
სამშენებლო კომპანიის წარმომადგენელის განმარტებით, სამუშაოებს ვადაზე ადრე დაამთავრებენ და - სავარაუდო დროდ აგვისტოს თვე დასახელდა.

აღნიშნულ სოფლებში წყალმომარაგების სისტემების მოწყობის სამუშაოებს მუნიციპალური განვითარების ფონდი აფინანსებს.скачать dle 12.1








მსგავსი ამბები


კომენტარის დამატება

კოდის განახლება

Наверх