პარლამენტი საარჩევნო კოდექსზე მუშაობას იწყებს

სტატიის ავტორი

საკონსტიტუციო ცვლილებების მიღების შემდეგ პარლამენტი საარჩევნო კოდექსს ცვლის. დეპუტატები მას ხვალინდელ რიგგარეშე სესიაზე უყრიან კენჭს. დღეს კი კანონმდებლები ცვლილებებს იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე დაჩქარებული წესით განიხილავენ.

მმართველი გუნდის წარმომადგენლების თქმით, მათ მიერ შეთავაზებული ცვლილებები ეუთო/ოდირის რეკომენდაციებს ეფუძნება.

შესწორებების მიხედვით იცვლება პარტიათა დაფინანსების წესი, ასევე სარეკლამო დროის გადანაწილების წესი. გარდა ამისა, წინასაარჩევნო პერიოდის დროს სიძულვილის ენის დარეგულირების საკითხი, თუმცა ეს საკითხი ჯერჯერობით დოკუმენტში ღიად რჩება.

"ბლოკში შესვლა იმიტომ ხდებოდა სხვა პარტიასთან, რომ ეს ყოფილიყო შემდგომ გარკვეული ფინანსური მაქინაციების საფუძველი. იცით, რომ წინასაარჩევნოდ განსაზღვრულია საეთერო დრო, უფასო საეთერო რეკლამა და უმეტეს შემთხვევაში ხდებოდა ისე, რომ ბლოკში შემავალი პარტიები ერთი ძირითადი პარტიის სასარგებლოდ თმობდნენ მათთვის განკუთვნილ იმ სიკეთეებს, რომელიც რეალურად მათ უნდა გამოეყენებინათ.

რაც შეეხება შემოწირულობის საკითხს, ამ შემთხვევაშიც იყო ხოლმე სპეკულაციური საკითხები, ერთი პარტია სხვა პარტიის სასარგებლოდ ხშირ შემთხვევაში ახორციელებდა ისეთი ტიპის დახმარებას, რომელიც პირდაპირი წესით არ გადიოდა შემოწირულობაში. "ქართული ოცნება" გამოდის წინადადებით, რომ პარტიას ყოველი მეოთხე პარტიულ სიაში უნდა ჰყავდეთ განსხვავებული სქესის წარმომადგენელი, რასაც პირადად მე მხარს ვუჭერ," - აღნიშნა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა.

საკომიტეტო მოსმენას დაესწრება ოპოზიცია, შენიშვნები რამდენიმე საკითხს შეეხება. მათ შორის პარტიების დაფინანსებასა და ქალთა კვოტირებას, შემუშავებული რედაქციით საარჩევნო სიაში ყოველი მე-4 განსხვავებული სქესის უნდა იყოს, რაც ოპოზიციის ნაწილის აზრით არასაკმარისია.

"მნიშვნელოვანია, რომ დაშვებული იყოს პოლიტიკური რეკლამა არამხოლოდ საარჩევნო დროს, არამედ დანარჩენ პერიოდებში. ახლა ეს არის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი, იმიტომ, რომ ფაქტობრივად არის კარდაკარი და ტრადიციული საარჩევნო კამპანია," - აღნიშნა "ევროპული საქართველოს" წევრმა სერგო რატიანმა.скачать dle 12.1








მსგავსი ამბები


კომენტარის დამატება

კოდის განახლება

Наверх