გია ხუხაშვილი - საკონსტიტუციო ცვლილება იმ ბავშვების დამსახურებაა, რომლებმაც ჯანმრთელობის ფასად მოითხოვეს

სტატიის ავტორი

ექსპერტი გია ხუხაშვილი საკონსტიტუციო ცვლილებებს ეხმაურება.

„ეს შედეგი არც იმათი დამსახურებაა, ვინც გულში ბოღმით და სახეზე ღიმილით პულტს ხელი დააჭირა და არც იმათი, ვინც გულში ბოღმით და კოპების შეკვრით პულტს ხელი არ დააჭირა.


ეს იმ ბავშვების დამსახურებაა, რომლებმაც შარშან ივნისში, სრულიად გულწრფელად უთხრეს უარი უღირს წარსულს და ასევე უღირს აწმყოს.

საკუთარი ჯანმრთელობის და ნასროლი ტალახის ფასად მოითხოვეს ცვლილებები მომავლის სახელით.


იმ მომავლის, რომელიც მათია და არა მომღიმარი, თუ კოპებშეყრილი პოლიტიკური ელიტის, რომელსაც სინამდვილეში არაფრის შეცვლა არ უნდა…“ – წერს ხუხაშვილი სოციალურ ქსელში.


შეგახსენებთ, პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებები მესამე მოსმენით, საბოლოოდ მიიღო. კანონპროექტს 117-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი.скачать dle 12.1








მსგავსი ამბები


კომენტარის დამატება

კოდის განახლება

Наверх