ერთიანი ეროვნული, საერთო სამაგისტრო და სტუდენტთა საგრანტო კონკურსის ჩატარების წესებზე განათლების სამინისტროში მსჯელობენ

სტატიის ავტორი

ამ წუთებში განათლების სამინისტროში შეხვედრა მიმდინარეობს.

განათლების, ჯანდაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლის ცენტრის წარმომადგენლები ერთიანი ეროვნული, საერთო სამაგისტრო და სტუდენტთა საგრანტო კონკურსის ჩატარების წესებზე მსჯელობენ.

განხილვის მთავარი თემაა, რა წესები უნდა დაიცვან აბიტურიენტებმა საგამოცდო მაგიდასთან განთავსების შემდეგ. ერთ-ერთი საკითხია, შეეძლებათ თუ არა მათ პირბადის მოხსნა უშუალოდ წერის პროცესში. სამუშაო შეხვედრები გრძელდება და გადაწყვეტილება კვირის განმავლობაში გახდება ცნობილი.

ერთიანი ეროვნული გამოცდები წელს 6 ივლისს დაიწყება.

ერთიანი ეროვნული და სამაგისტრო გამოცდების განრიგი 10 ივნისს გამოქვეყნდა.скачать dle 12.1








მსგავსი ამბები


კომენტარის დამატება

კოდის განახლება

Наверх