საიტი იმყოფება BETA - ტესტირების რეჟიმში, თუ შეამჩნევთ რაიმე ხარვეზს აუცილებლად დაგვიკავშირდით.
საიტის ძველი ვერსიაზე გადასასვლელად დააჭირეთ აქ!

DIANEWS.GE-სიახლე


ტრაილერების მძღოლებისთვის თურქეთში გადაზიდვებისთვის საჭირო ნებართვების გაცემა დაიწყო

personuser access_time4-10-2018, 12:27
ბათუმში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტომ ტრაილერების მძღოლებისთვის თურქეთში გადაზიდვებისთვის საჭირო ნებართვების გაცემა დაიწყო. 
როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან იუწყებიან, თურქულ მხარესთან მიღწეული შეთანხმებით, პირველ ეტაპზე გაიცემა 1 500 ნებართვა, ხოლო საჭიროების შემთხვევაში, თურქული მხარე მზადყოფნას გამოთქვამს, ქართულ მხარეს გადასცეს დამატებითი ნებართვები. მომსახურების ოფისები ადგილზე ნებართვების გასაცემად შაბათ-კვირასაც იმუშავებენ. ეკონომიკის სამინისტროს სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელის მიხეილ ხმალაძის განცხადებით, იმუშავებენ იმისთვის, რომ რაც შეიძლება მალე მიეცეთ თურქეთის მიმართულებით გადაზიდვებზე მომუშავე მძღოლებს სამუშაოს გაგრძელების შესაძლებლობა.

„ჩვენ შევასრულეთ ტრაილერების მძღოლებისთვის მიცემული პირობა, მივაღწიეთ თურქულ მხარესთან შეთანხმებას და დღეიდან დავიწყეთ გადაზიდვებისთვის საჭირო ნებართვების გაცემა. პროცესი მიდის მშვიდად, ვიმუშავებთ შაბათ-კვირასაც იმისთვის, რომ რაც შეიძლება მალე მიეცეთ თურქეთის მიმართულებით გადაზიდვებზე მომუშავე მძღოლებს სამუშაოს გაგრძელების შესაძლებლობა“ - განაცხადა მიხეილ ხმალაძემ.


შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ ტრაილერების მძღოლებმა, რომლებიც თურქეთში ტვირთის გადაზიდვაზე მუშაობენ, ბათუმში საპროტესტო აქცია გამართეს. აქციის მონაწილეების თქმით, მათი პროტესტი უკავშირდებოდა იმას, რომ ორ თვეზე მეტი დროის განმავლობაში თურქული მხარე თურქეთში ცარიელი შესვლისთვის საჭირო სპეცნებართვას არ გასცემდა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის დავალებით, ბათუმში მძღოლებთან შესახვედრად დაუყონებლივ გაემგზავრა სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელი, რომელმაც საპროტესტო აქციის მონაწილეებს აუხსნა შექმნილი ვითარება და მათ პირობა მისცა, რომ თურქულ მხარესთან აქტიური მუშაობის შედეგად ნებართების გაცემა უახლოეს დღეებში დაიწყებოდა.
скачать dle 12.1





content_copyკატეგორიები

გამოხატე შენი პოზიცია