საიტის ძველი ვერსიაზე გადასასვლელად დააჭირეთ აქ!

"თვითმმართველ ქალაქებში გამოწვევად რჩება გაჭიანურებული ბიზნეს გადაწყვეტილებები"

access_time4-06-2019, 16:59 chat_bubble_outline35

თბილისში, 11-ე ადგილობრივი ეკონომიკის განვითარების საერთაშორისო ფორუმი, სახელწოდებით „ძლიერი ეკონომიკა - ძლიერი ქალაქი“ ჩატარდა. ფორუმი თბილისის მერიის ეკონომიკური განვითარების სამსახურის ორგანიზებით გაიმართა.
ფორუმი „ძლიერი ეკონომიკა - ძლიერი ქალაქი“ მოიცავს ურბანული განვითარების თემატიკას და იმ თანამედროვე ტენდენციებს, რომლებიც მსოფლიოს წამყვან ქალაქებში აქტიურად განიხილება.
სესიაზე „საჯარო და კერძო სექტორი ქალაქის კეთილდღეობისთვის“, რომელიც ქალაქის განვითარებისთვის საჯარო და სექტორის თანამშრომლობას მნიშვნელობას მიეძღვნა, ფორუმის მონაწილეებს სიტყვით საქართველოს ბიზნესომბუდსმენმა ირაკლი ლექვინაძემ მიმართა. მისი თქმით ადგილობრივ თვითმმართველობებს და ბიზნესს შორის მჭიდრო და ეფექტიანი თანამშრომლობა უმნიშვნელოვანესია ქალაქისთვის საჭირო პროექტების განხორციელებისათვის.
„ბიზნესომბუდსმენის აპარატში მომართვიანობის ანალიზის მიხედვით, პრობლემური საკითხების უმრავლესობა სწორედ ადგილობრივი თვითმმართველობებში დღეს არსებული ბიუროკრატიით და გაჭიანურებული ბიზნეს გადაწყვეტილებებით არის გამოწვეული. თბილისშიც და სხვა თვითმმართველ ქალაქებშიც გამოწვევად რჩება გაჭიანურებული ბიზნეს გადაწყვეტილებები, პასუხ გაუცემელი წერილები ან ბუნდოვანი პასუხები წერილებზე. ამ გამოწვევებს მოქნილი ბიუროკრატიის დანერგვით და ეფექტური საჯარო და კერძო თანამშრომლობის მექანიზმების დანერგვით და განვითარებით ვუპასუხებთ.“ - აღნიშნა ირაკლი ლექვინაძემ.

ამავე სესიაზე ფორუმის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს იუსტიციის მინისტრის მოადგილემ მიხეილ სარჯველაძემ, საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ, საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ და ევროპის საინვესტიციო ბანკის რეგიონული წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა სამხრეთ კავკასიაში მაჩიე ჩურამ.

ფორუმი „ძლიერი ეკონომიკა - ძლიერი ქალაქი“ თბილისის მერმა კახა კალაძემ გახსნა. მონაწილეებს ასევე მიმართეს მსოფლიო ბანკის რეგიონალურმა დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში მერსი ტემბონმა, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის რეგიონალურმა წარმომადგენელმა კავკასიაში კატერინა ბიორლინ ჰანსენმა და აზიის განვითარების ბანკის მისიის დირექტორმა საქართველოში იეშიმ ელჰან-კაიალარიმ.

ლარი რეკორდულად გაუფასურდა

access_time21-05-2019, 13:20 chat_bubble_outline35

კომერციულ ბანკებში 1 აშშ დოლარი 2.80 ლარი ღირს. როვნულმა ბანკმა კი ლარის ახალი გაცვლითი კურსი გუშინ დაადგინა. ოფიციალური მონაცემებით 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7470 ლარი გახდა, როდესაც 2.7424 ლარი იყო. გუშინ ეროვნული ვალუტა გაუფასურდა ევროსთან მიმართებაშიც.
ფინანსთა მინისტრი ლარის გაუფასურებას საერთაშორისო ფაქტორებს უკავშირებს და დარწმუნებულია, რომ პროცესი ლარის მსყიდველობით უნარზე არ აისახება. იმ ფონზე, როდესაც ქვეყანა თითქმის სრულად იმპორტზეა დამოკიდებული, მაჭავარიანი ვალუტის ფაქტორს ინფლაციურ პროცესებზე გამორიცხავს.
“ნაკლებად უნდა იყოს დამოკიდებული ჩვენი მოსახლეობა დოლარზე, ჩვენ შეზღუდვებიც დავაწესეთ გარკვეული ტიპის იპოთეკურ სესხებზე. ეს ხდება იმიტომ, რომ მოსახლეობა ნაკლებად იყოს დამოკიდებული უცხოურ ვალუტაზე. ასეთი პროცესები ყველგან ხდება, განსაკუთრებით პატარა ქვეყნებში, მაგრამ მიუხედავად ამისა ჩვენ არ ველოდებით ინფლაციურ ზეწოლას და ვფიქრობთ, რომ ინფლაცია იქნება ის რაც ეროვნულ ბანკს აქვს თარგეთირებული- განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.
ფინანსთა მინისტრის განცხადებით, სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ დედოლარიზაციის პროგრამამ იმუშაოს, რაც მოსახლეობის დამოკიდებულებას დოლარზე შეამცირებს.