საიტის ძველი ვერსიაზე გადასასვლელად დააჭირეთ აქ!

DIANEWS.GE-სიახლე


IREX ტელეკომპანია “დია“-ს პირველი მედიაპარტნიორია

personuser access_time2-03-2019, 00:11


IREX 2017 წლიდან ტელეკომპანია “დია“-ს მედიაპარტნიორია. ორმხრივი თანამშრომლობის დეტალებზე “დია“-ს გენერალური დირექტორი საუბრობს.

-როგორ დაიწყო “დია“-სა და IREX-ის თანამშრომლობა?

-“2013 წლიდან ვცდილობდი უცხოურ ორგანიზაციებთან თანამშრომლობას. პირველი უცხოური, დონორი ორგანიზაცია, რომელიც ტელეკომპანია “დია“-ს მედიაპარტნიორი გახდა არის IREX. ტელეკომპანია “დია“-მ ორგანიზაციის მიერ გამოცხადებულ „საქართველოს მედიაპარტნიორობის მხარდაჭერის პროგრამაში" 2017 წელის მიწურულს გაიმარჯვა. პროგრამა ამერიკული ტელეარხის წარმომადგენლების სამუშაო ვიზიტით ჩამოსვლისა და ტელეკომპანიის თანამშრომლების დატრენინგების გარდა, ამერიკულ ტელეკომპანია WICU - ში სტაჟირებასაც მოიცავდა“.

-რამდენ ორმხრივ ვიზიტს მოიცავდა პროექტი?

-“2018 წლიდან ამერიკელი კოლეგები “დია“-ში სულ ოთხჯერ იმყოფებოდნენ. ჩვენი წარმომადგენლები კი, სამ ეტაპად ვიყავით ჩასული. ჩვენთან ვიზიტისას მათ არხის თანამშრომლებთან ერთად იმუშავეს და კვალიფიკაციის ამაღლებაში დაეხმარნენ. აღნიშნულ პროგრამაში მონაწილეობის საშუალება ტელეკომპანია “დია“-ს სწორედ IREX-ის მიერ განხორციელებული პროგრამის ფარგლებში მიეცა. სხვათაშორის მინდა აღვნიშნო, რომ ორგანიზაციამ სიურპრიზი მოგვიწყო და სულ ახლახანს გავიგეთ, რომ მეოთხე ვიზიტი დაამატეს. ამჯერად ამერიკულ ტელევიზიაში სტაჟირებას “დია“-ს გაყიდვების სამსახურის წარმომადგენლები გაივლიან. მათი გამგზავრება 10 მარტსაა დაგეგმილი“.

- რას ნიშნავს ტელეკომპანია “დია“-სთვის IREX-თან თანამშრომლობა?

“წლების განმავლობაში ვცდილობდით დონორის მოძიებას, რომელიც “დია“-ს მედიაპარტნიორი გახდებოდა. ვწერდით პროექტებს, ვავსებდით საგრანტო განაცხადებს, თუმცა, საკმაოდ რთული მათი დაინტერესება, განეხორციელებინათ ინვესტიცია ჩვენთან. სწორედ IREX-მა მოგვცა შანსი, საკუთარი მაქსიმუმი გამოგვევლინა. ამის შემდეგ კი სხვა პროგრამებში გამარჯვება აღარ გაგვჭირვებია. სულ ახლახანს გავიმარჯვეთ Deutsche Welle-ს მიერ გამოცხადებულ მედიაკონკურსში“.

-პროექტი, რომლის ფარგლებშიც IREX და ტელეკომპანია “დია“თანამშრომლობენ, ვის მიერაა დაფინანსებული?

-პროექტი ამერიკის საელჩოს დაფინანსებით ხორციელდება. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და ტელეკომპანიის მთელი გუნდის სახელით, მადლიერება გამოვხატო ორგანიზაციის მიმართ, რომელიც პირველი დაგვიდგა მხარში. ჩვენთვის ამერიკელებთან თანამშრომლობა და მათი გამოცდილების გაზიარება უმნიშვნელოვანესია. მათ ჩვენს თანამშრომლებს მისცეს საშუალება ცოდნა გაეღრმავებინათ და საჭირო უნარები გაეუმჯობესებინათ“- განაცხადა ტელეკომპანია “დია-ს გენერალურმა დირექტორმა მაია ტატულაშვილმა.

ავტორი: თათია გოგოლაძეскачать dle 12.1






content_copyკატეგორიები

გამოხატე შენი პოზიცია