საიტი იმყოფება BETA - ტესტირების რეჟიმში, თუ შეამჩნევთ რაიმე ხარვეზს აუცილებლად დაგვიკავშირდით.
საიტის ძველი ვერსიაზე გადასასვლელად დააჭირეთ აქ!

DIANEWS.GE-სიახლე


უნდა მონაწილეობდნენ თუ არა სასულიერო პირები წინასაარჩევნო აგიტაციაში? თემა

personuser access_time4-10-2018, 17:01
19 სექტემბერს საქართველოს პატრიარქმა სპეციალური მიმართვა გაავრცელა და ღვთისმსახურებს მოუწოდა, თავი შეიკავონ პოლიტიკოსების შეურაცხყოფისა და მათ მიმართ არაკორექტული განცხადებებისაგან. ილია მეორის თქმით, ეკლესია იყო და იქნება პოლიტიკურად ნეიტრალური, ერის გამაერთიანებელი ძალა, ზოგიერთი ღვთისმსახური კი თავისი განცხადებებით ჩრდილს აყენებს ეკლესიასაც და საკუთარ თავსაც.

რა მოხდა?


ბოლო დღეების განმავლობაში პატრიარქის ქორეპისკოპოსმა იაკობმა და ჭყონდიდის მიტროპოლიტმა პეტრემ საპრეზიდენტო კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის მისამართით არაკორექტული განცხადებები გააკეთეს.


ჭყონდიდის მიტროპოლიტმა ტაძარში ქადაგებისას სალომე ზურაბიშვილის შესახებ მრევლს უთხრა: „ჩვენი დაფრანგული ქალბატონი თავის დაფრანგული აზროვნებით ვერ მოგვიტანს კეთილდღეობას“. ამ განცხადების გამო სასულიერო პირი არასამთავრობო ორგანიზაციამ დისკრიმინაციაშიც დაადანაშაულა.


ბოდბელმა ეპისკოპომა იაკობმა კი პრეზიდენტობის კანდიდატს „კანაფის დედოფალი“ უწოდა, მას შემდეგ, რაც სალომე ზურაბიშვილმა თქვა, რომ კანაფის პოლიტიკასთან დაკავშირებით საზოგადოების ინფორმირება აუცილებელია და რომ ამ საინფორმაციო კამპანიას ის ჩაუდგება სათავეში.
როდესაც პრეზიდენტობის კანდიდატს მეუფეების შეფასებაზე კომენტარი სთხოვეს, მან თქვა, რომ ეკლესიის წარმომადგენლების ამ დოზით მონაწილეობა საარჩევნო კამპანიაში, მისი აზრით, არასწორია:

„მე არ მესმის, როგორ შეიძლება, რომ ეკლესია ამ დონეზე იღებდეს მონაწილეობას საარჩევნო კამპანიაში და სხვათა შორის, როგორც პრეზიდენტს, როგორც პასუხისმგებელს ეკლესიას და სახელმწიფოს შორის კონკორდატის შესრულებაზე, მექნება ძალიან ძლიერი პროტესტი. იმიტომ რომ ეს არის დარღვევა ყველა იმ შეთანხმების, რაც არსებობს მართლმადიდებელ ეკლესიას და სახელმწიფოს შორის, რომ ამ დოზით და პირდაპირი ბრალდებებით ჩაერიოს [კამპანიაში]. ეკლესიის ამ დონის ფიგურები ერევიან იმაში, რაც ნამდვილად არ არის მათი საქმე და რაშიც არ უნდა ერეოდნენ, ერთი მხრივ, თუ მეორე მხრივ - მხარდაჭერით თუ ლანძღვა-გინებით - არ ეკადრება [ეს] არც ჩვეულებრივ ადამიანს და კიდევ უფრო ნაკლებად - მეუფეებს“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „პირისპირ“.


ზურაბიშვილი მართალი არ არის?


სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატია, მაგრამ ის არის კანდიდატი, რომელსაც მმართველი ძალა მხარს უჭერს. შესაბამისად, ზურაბიშვილი ოპონენტებისთვის ამ საპრეზიდენტო რბოლის მთავარ სამიზნედ იქცა - მას ფაქტობრივად ყველა განცხადებისთვის აკრიტიკებენ. მისი შეფასებები მუდმივი ინტერპრეტაციის და მანიპულაციის საგანია.


ის, რომ მეუფეების ბოლოდროინდელი გამონათქვამები, სულ ცოტა, არაეთიკურია, ამას პატრიარქის გამოხმაურებაც ადასტურებს და არასამთავრობო სექტორისაც. ამიტომ ზურაბიშვილის რეპლიკის სულისკვეთება ნაკლებად სადავოა, მაგრამ მისი ოპონენტები აცხადებენ, რომ კონკორდატში სასულიერო პირების საარჩევნო კამპანიაში ჩართვის წინააღმდეგ და მათთვის პოლიტიკური აგიტაციის აკრძალვის შესახებ არაფერი წერია. შესაბამისად, ის რაც კანონით აკრძალული არ არის, ნებადართულია.


რას ამბობს კანონი?


სახელმწიფოს და ეკლესიის ურთიერთობას რამდენიმე დოკუმენტი არეგულირებს. პირველ რიგში, ეს არის კონსტიტუცია, რომლის მე-9 მუხლშიც წერია, რომ სახელმწიფო აღიარებს საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალიური მართლმადიდებელი ეკლესიის განსაკუთრებულ როლს საქართველოს ისტორიაში და მის დამოუკიდებლობას სახელმწიფოსაგან, და რომ სახელმწიფოს და მართლმადიდებელ ეკლესიას შორის ურთიერთობა განისაზღვრება კონსტიტუციური შეთანხმებით.


ეს კონსტიტუციური შეთანხმება კონკორდატია - დოკუმენტი, რომელიც მხარეებს შორის დიდწილად კულტურულ-საგანმანათლებლო სფეროში თანამშრომლობას, სოციალურ და ქონებრივ საკითხებს არეგულირებს. სასულიერო პირების საარჩევნო აგიტაციაში მონაწილეობაზე და ზოგადად პოლიტიკაზე კონკორდატში არაფერი წერია, მაგრამ დოკუმენტის პათოსია, რომ სახელმწიფო და ეკლესია არიან მხარეები, რომლებიც ერთმანეთს პატივს სცემენ.


კონკორდატის თანახმად, ოფიციალურად ეკლესიის წარმომადგენლებად მიიჩნევიან: საეკლესიო კრება, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, წმიდა სინოდი და საქართველოს საპატრიარქო (ქორეპისკოპოსისა და მდივნის სახით).


არა მხოლოდ მართლმადიდებელი ეკლესიის, არამედ ზოგადად რელიგიური ორგანიზაციების და სახელმწიფოს ურთიერთობას წინასაარჩევო პერიოდში საარჩევნო კოდექსი არეგულირებს. 45-ე მუხლში იმ სუბიექტების ჩამონათვალში, რომლებსაც წინასაარჩევნო აგიტაციის გაწევა და აგიტაციაში მონაწილეობა ეკრძალებათ, რელიგიური ორგანიზაციაც შედის.


წაყრო: imedinews.geскачать dle 12.1





content_copyკატეგორიები

გამოხატე შენი პოზიცია