საიტი იმყოფება BETA - ტესტირების რეჟიმში, თუ შეამჩნევთ რაიმე ხარვეზს აუცილებლად დაგვიკავშირდით.
საიტის ძველი ვერსიაზე გადასასვლელად დააჭირეთ აქ!

DIANEWS.GE-სიახლე


„თვალები მქონდა ახვეული... აქედან გადამიყვანეს თავიანთ ბაზაზე, რუსების ბაზაზე" - მაია ოთინაშვილი 11 დღიან ტყვეობას იხსენებს

personuser access_time9-10-2018, 17:03
რუსი ოკუპანტების მიერ გატაცებული მაია ოთინაშვილი, მისი დაკავების წუთებსა და 11 დღიან პატიმრობას იხსენებს. 37 წლის ქალი, სამი შვილის დედა 11 დღიანი პატიმრობის შემდეგ, დღეს გაათავისუფლეს. ის ხურვალეთში, საკუთარ სახლში იმყოფება.
მაია ოთინაშვილი ამბობს, რომ ოკუპანტებმა ის საქართველოს კონტროლირებადი ტერიტორიიდან ძალის გამოყენებით საკუთარი ბაღიდან გაიტაცეს. მისი თქმით, თავდაპირველად ის გადაიყვანე რუსულ ბაზაზე, შემდეგ კი ცხინვალის იზოლატორში. 

„თვალები მქონდა ახვეული. აქედან გადამიყვანეს, თავიანთ ბაზაზე, რუსების ბაზაზე. იქ ვიყავი ერთი დღე, დილიდან საღამომდე, მერე ცხინვალში წამიყვანეს,“ - ამბობს მაია ოთინაშვილი.

მაია ოთინაშვილს რუსმა ოკუპანტებმა 29 სექტემბერს გაიტაცეს და ოკუპირებულ ახალგორში გადაიყვანეს, მას ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის სასამართლომ 10 დღიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა, ამ პატიმრობის ვადა გუშინ ამოიწურა.
ოთინაშვილს ახალგორის ე.წ.-მა რაიონულმა სასამართლომ ერთ წლიანი პირობითი მსჯავრი 6 თვიანი გამოსაცდელი ვადით შეუფარდა. 


„ძირითადად არაფერს არ მეკითხებოდნენ, კარგად არ მესმოდა რუსული, მომიტანდნენ ფურცელს და მოვუწერდი ხელს და მიქონდათ. მიდიოდნენ-მოდიოდნენ. მერე ვიყავი, გობედეს ეძახდნენ, იზოლატორში, 4 დღე ვიყავი იქ, მეხუთე დღეს სუდ-ი მქონდა, მერე ერთ თვიანი შემიფარდეს და მერე ციხეზე ვიყავი ამ დღემდე. 6 თვე არ უნდა ჩაიდინო იგივეო. ჩემ ტერიტორიაზე ვიყავი და დანაშაული მე ჩავიდინე?,“ - ამბობს მაია ოთიაშვილი.


მაია ოთინაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ნორმალურია. ამის შესახებ განცხადება ოთინაშვილის დედამ, გალინა ქელეხსაევამ გააკეთა. 

„დღეს ჩემი შვილი მეორედ დაიბადა და თავის შვილებს ჯანმრთელი დაუბრუნდა. რა თქმა უნდა, ძალიან ბევრი ნერვიულობა გადავიტანეთ, მაგრამ მაინც ბოლო კეთილია, რომ დაბრუნდა თავის შვილებთან. კარგი ფიზიკური მდგომარეობაა, ნორმალურადაა,“ - განაცხადა მაია ოთინაშვილის დედამ.
скачать dle 12.1





content_copyკატეგორიები

გამოხატე შენი პოზიცია