საიტი იმყოფება BETA - ტესტირების რეჟიმში, თუ შეამჩნევთ რაიმე ხარვეზს აუცილებლად დაგვიკავშირდით.
საიტის ძველი ვერსიაზე გადასასვლელად დააჭირეთ აქ!

DIANEWS.GE-სიახლე


თამარ მეარაყიშვილის წინააღმდეგ საოკუპაციო რეჟიმმა კიდევ ერთი საქმე აღძრა

personuser access_time6-11-2018, 12:52
ახალგორელი სამოქალაქო აქტივისტის, თამარ მეარაყიშვილის წინააღმდეგ საოკუპაციო რეჟიმმა კიდევ ერთი საქმე აღძრა. მეარაყიშვილი ამბობს, რომ ცხინვალის ოკუპირებული რეგიონის ხელისუფლებამ მის წინააღმდეგ უკვე მეოთხე საქმე აღძრა, თუმცა რის შესახებ არ იცის.

მეარაყიშვილი დღეს გაარკვევს რას ედავება საოკუპაციო რეჟიმი. სამოქალაქო აქტივისტს ბრალის შესახებ დადგენილებას გააცნობენ. მეარაყიშვილი ამბობს, რომ საოკუპაციო რეჟიმი მის დევნას აგრძელებს.

„არ ვიცი რას მედავებიან ამჯერად. ადვოკატს დაუკავშირდნენ გამომძიებლები. უთხრეს, რომ უნდა გამოვცხადდეთ პროკურატურაში.

ვუკავშირებ ჩემს აქტიურობას, ეს არის ჩემს წინააღმდეგ დევნა. მათ ვერ მიაღწიეს მიზანს, რომ ციხეში ჩამსვან“-ამბობს მეარაყიშვილი.

ავტორი: თათია გოგოლაძეскачать dle 12.1





content_copyკატეგორიები

გამოხატე შენი პოზიცია