საიტის ძველი ვერსიაზე გადასასვლელად დააჭირეთ აქ!

DIANEWS.GE-სიახლე


"ჩემო დიმიტრი, ვერ მოვასწარით ჩვენი ოცნების ასრულება... მიყვარხარ და მადლობა ამ სიყვარულისთვის..." - 14 წლის გოგონამ 43 წლის კაცის გამო თავი მოიკლა

personuser access_time24-05-2019, 15:16




საბერძნეთის პოლიცია 14 წლის გოგონას თვითმკვლელობის შესახებ შემზარავ დეტალებს ავრცელებს. მოზარდი მოსხატოს სადგურში მატარებელს შეუვარდა. გამოძიების თანახმად, არასრულწლოვანმა თავი 43 წლის მამაკაცის გამო მოიკლა, რომელმაც გოგონას თავი შეაყვარა, რის შემდეგაც მასთან სქესობრივი კავშირი დაამყარა.

გარდაცვალებამდე ერთი კვირით ადრე სამართალდამცავებმა აღნიშნული მამაკაცი გოგონას მშობლების საჩივრის საფუძველზე, პედოფილიის ბრალდებით დააკავეს. სწორედ ეს ფაქტი გახდა მოზარდის თვითმკვლელობის მიზეზი. ბერძნული მედიის ცნობით, გოგონამ მობილური და წერილი დატოვა, რომელშიც აღწერს, თუ რას გრძნობდა 43 წლის მამაკაცის მიმართ:

„ჩემო დიმიტრი, ვერ მოვასწარით ჩვენი ოცნების ასრულება. ყველაფერი დაგვინგრიეს. ძალიან მენატრები და არასოდეს შევწყვეტ ტირილს. ვიხსენებ ჩვენს ერთად გატარებულ დროს, ყველა “მიყვარხარ”-ს შენს თვალებში. მტკივა და ვერ ავიტან იმ ფიქრთან ერთად ცხოვრებას, რომ ჩემს გამო ციხეში უნდა წახვიდე. მადლობა ყველა მომენტისთვის და იმ სიყვარულისთვის, რომელიც მაჩუქე. ჩემთვის მნიშვნელოვანი ხარ. მათ უნდათ, რომ დაგვაშორონ…”– წერს 14 წლის გოგონა.

ბერძნული მედიის ინფორმაციით, „ბრალდებულმა გოგონა სამი თვის წინ ერთ-ერთ მაღაზიაში დაინახა, სადაც შოკოლადების საყიდლად შევიდა. რაღაც მომენტში მან შენიშნა, რომ მოზარდი დამწუხრებული იყო და შანსი გამოიყენა მის გასამხნევებლად, შემდეგ მისი ნდობა მოიპოვა და ნელ-ნელა დაუახლოვდა. აღსანიშნავია, რომ მისი შვილიც სწორედ ამ ასაკშია“.

როდესაც პოლიციელებმა მას უთხრეს, რომ მოზარდმა თავი მოიკლა, მან დაუჯერებელი ცინიზმი გამოავლინა ამ ფაქტთან დაკავშირებით - წერს ბერძნული მედია.

გარდა ამისა, აღმოჩნდა, რომ წარსულში მან სექსუალურად იძალადა კიდევ ერთ 14 წლის გოგონაზე. მის მობილურ ტელეფონში იპოვეს არასრულწლოვნების შიშველი ფოტოები.скачать dle 12.1








content_copyკატეგორიები

ასევე გირჩევთ

ჩვენი რეპორტაჟები

გამოხატე შენი პოზიცია