40 წლის მამაკაცმა თავისი ორსული ცოლი დანით დაჩეხა - ქალი გადარჩა თუმცა ნაყოფი დაიღუპა

სტატიის ავტორი

საფრანგეთში სენ დენის ოლქში, ვილტანოზის კომუნაში სამშაბთს 40 წლის მამაკაცმა თავისი ორსული ცოლი დანით დაჩეხა. 5 თვის ორსულ ქალს ჭრილობები თავზე, მკერდზე, მუცელში, ხელებზე და ფეხებზე ქონდა მიყენებული, თუმცა მან მეზობელთან გაქცევა მაინც შეძლო. მეზობელმა მომხდარის შესახებ პოლიციას შეატყობინა. ქალი საავადმყოფოში გადაიყვანეს, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, თუმცა ნაყოფი მიყენებული ტრავმების შედეგად დაიღუპა. ინფორმაციას ამის შესახებ ფრანგული მედია ავრცელებს.

ქალის ქმარი პოლიციაში ოთხშაბათს შვილებთან 5 და 3 წლის ბავშვებთან ერთად გამოცხადდა და დანაშაული აღიარა. მამაკაცი დააკავეს, ბავშვები თავშესაფარში არიან გადაყვანილები. საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს.

წყარო: newposts.geскачать dle 12.1








0
თარიღი: 6-06-2019, 15:46
0
390

მსგავსი ამბები


კომენტარის დამატება

კოდის განახლება

Наверх