„ნიუ იორკ თაიმსი“ - ვარშავაში ღირსების აღლუმი იმართება

სტატიის ავტორი

შიშისა და მუქარების ფონზე ვარშავაში ღირსების აღლუმი იმართება, – ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას გამოცემა „ნიუ იორკ თაიმსი“ პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში გამართული პრაიდის შესახებ.

„ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში ყველაზე მასშტაბურ პრაიდაღლუმზე დასასწრებად ვარშავის ქუჩებში ათობით ათასი ადამიანი გამოვიდა იმ ფონზე, როდესაც ჰომოსექსუალთა უფლებების შესახებ მოძრაობა პოლონეთში გარემოცულია სიძულვილის ენითა და მთავრობის კამპანიით, რომელიც მას ოჯახებისა და საზოგადოებისთვის საფრთხედ მიიჩნევს“, – ვკითხულობთ სტატიაში.

პუბლიკაციაში ასევე აღნიშნულია, რომ დიპლომატები კანადიდან, აშშ-იდან და სხვა დასავლური ქვეყნებიდან განაგრძობენ ტრადიციას და უერთდებიან თანასწორობის აღლუმს, რათა გამოხატონ მათი მხარდაჭერა იმის მიმართ, რაც მრავალ ადგილას ადამიანის ფუნდამენტურ უფლებად განიხილება.

აღლუმს პირველად დაესწრო ვარშავის მერი რაფალ ტრზასკოვსკიც.

„ყველა არ არის ვალდებული, წავიდეს თანასწორობის აღლუმზე, თუმცა ყველამ უნდა სცეს პატივი უმცირესობათა უფლებებს. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ვარშავა იყოს ტოლერანტული“, – აღნიშნავს მერი.

სტატიის თანახმად, ვიდრე მრავალი პოლონელი ვარშავასა და სხვა ქალაქებში სულ უფრო აქტიურად უჭერს მხარს ლესბოსელებს, გეი მამაკაცებს, ბისექსუალ და ტრანსგენდერ ადამიანებს, უკურეაქციაც მოსალოდნელია.

„ბოლო თვეებში, მემარჯვენე მმართველი პარტია „კანონი და სამართლიანობა“ ოჯახებისა და ბავშვებისთვის საფრთხედ სახავს უფლებათა დაცვის მოძრაობას, რომელიც მოუწოდებს სექსუალური განათლებისკენ და ხაზს უსვამს ტოლერანტულობას“, – ვკითხულობთ სტატიაში.

პოლონეთს წელს რეკორდული რაოდენობის, 20 პრაიდი ექნება. ზოგიერთ შემთხვევაში, ცენტრისტები და მემარცხენე ძალების წარმომადგენელი მერებიც კი შეეცადნენ, დაებლოკათ ისინი, როგორც წესი, უსაფრთხოების საკითხების მიზეზით.

„კანონისა და სამართლიანობის“ ლიდერმა, იაროსლავ კაჩინსკიმ ცოტა ხნის წინ ლგბტქი უფლებათა დაცვის მოძრაობას უცხოური იმპორტი უწოდა, რომელიც საფრთხეს უქმნის ერის იდენტობას. კონსერვატიულად განწყობილ არეალებში ქალაქის საბჭოებმა მათი მუნიციპალიტეტები ლგბტ თემისგან თავისუფლად გამოაცხადეს.

აღლუმის წინა საღამოს, ულტრამემარჯვენე ჟურნალისტმა, რაფალ ზიემკიევიჩმა სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ლგბტი თემის წინააღმდეგ პოსტი გამოაქვეყნა: „ვინმემ ესროლოს ლგბტ-ებს“. მოგვიანებით კი დაამატა: „არა პირდაპირი მნიშვნელობით, რა თქმა უნდა, თუმცა ეს არ არის კეთილი ნების ხალხი ან ვინმეს უფლებების დამცველი, (მოძრაობა) ბოლშევიკებისა და ნაცისტების ახალი მუტაციაა“.

ჰომოფობიის წინააღმდეგ კამპანიის ხელმძღვანელი სლავა მელნიკი ასეთი პროვოკაციული ენის გამოყენებისთვის შესაძლო შედეგების შესახებ გაფრთხილებას იძლევა. „მის სიტყვებს ასობით ათასი ადამიანი კითხულობს. შესაძლებელია, რომ რომელიმე მათგანმა ლგბტ პირების სროლასთან დაკავშირებით მისი სიტყვა პირდაპირ გაიგოს“, – წერს მელნიკი.

ასოციაცია „სიყვარული არ გამორიცხავს“ ხელმძღვანელის, ჰუბერტ სობეცკის თქმით, ვითარება ძალიან შემაშფოთებელია ახალგაზრდებისთვის, ვინც მათი სექსუალური იდენტობისთვის იბრძვის. მისი თქმით, ზოგიერთ მათგანს აღიარების ეშინია, ზოგიერთი ჰეტეროსექსუალი ახალგაზრდა კი დაცინვის ობიექტი გახდა, რადგან ისინი ჰომოსექსუალებად იქნენ მიჩნეული. ჰუბერტ სობეცკი ასევე აღნიშნავს, რომ სუიციდის პრევენციისთვის ქოლცენტრები მუშაობს, თუმცა, არა ყოველთვის წარმატებულად.

„გასულ თვეში ტრანსგენდერმა გოგომ სიცოცხლე თვითმკვლელობით, ვარშავის ხიდიდან გადახტომით დაასრულა. მოგვიანებით, მისი ხსოვნის პატივსაცემად, ცისარტყელის ფერებით გაფორმებული დროშით ადგილზე მისულ ჯგუფს თავს დაესხნენ“, – აღნიშნავს სობეცკი.

მისივე თქმით, მედიაში ბევრი სიძულვილია, ისევე, როგორც მმართველ პარტიაში. „თუმცა, იზრდება იმ ხალხის რიცხვიც, ვინც აანალიზებს, რომ ჩვენ ჩვენი სიცოცხლისთვის ვიბრძვით. ეს მოძრაობა არ არის ფუფუნებასა ან პრივილეგიაზე. ეს არის ცოცხლად დარჩენის პრივილეგიაზე, როდესაც მოზარდი ხარ. ეს გადარჩენაზეა“, – აცხადებს სობეცკი.

ლგბტი თემის უფლებები საჯარო დებატების თემა გახდა მას შემდეგ, რაც ვარშავის მერმა გამოსცა უფლებების შესახებ დეკლარაცია, სადაც გაწერილია ქალაქის ვალდებულებები ოჯახების მიერ უარყოფილი ლგბტი ახალგაზრდებისთვის თავშესაფრების მოსაძიებლად. მერმა ასევე პირობა დადო, რომ ვარშავის სკოლებში მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის გზამკვლევებს დანერგავს სექსუალური და ტოლერანტული განათლების შესახებ. თუმცა, პოლონეთის განათლების ახალმა მინისტრმა მერის მიერ გამოცემულ დეკლარაციასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ დოკუმენტი ბავშვების პედოფილებისთვის გამზადებას გულისხმობს და აღნიშნა, რომ სექსუალური განათლება ოჯახების პასუხისმგებლობაა.

როგორც გამოცემა წერს, ოპოზიციის მრავალმა წარმომადგენელმა დაასკვნა, რომ ლგბტი პირების უფლებების მხარდაჭერა ვერ დაეხმარებოდა მათ არჩევნებში და ახლა ამ საკითხისგან გამიჯვნას ცდილობენ.

ვარშავის ღირსების მარშიდან ერთი დღის შემდეგ, პოლონეთის 130 ქალაქში სიცოცხლისა და ოჯახის მარში გაიმართა.скачать dle 12.1








0
თარიღი: 20-06-2019, 14:24
0
179

მსგავსი ამბები


კომენტარის დამატება

კოდის განახლება

Наверх