ბანგლადეშში 19 წლის გოგოს ცოცხლად დაწვისთვის, 16 ადამიანს სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს

სტატიის ავტორი

ბანგლადეშის სასამართლომ გოგოს ცოცხლად დაწვის საქმეზე ბრალდებულ 16 ადამიანს სიკვდილით დასჯა მიუსაჯა, - ამის შესახებ BBC იუწყება.

შეგახსენებთ, ბანგლადეშში, 19 წლის გოგო, რომელმაც სკოლის დირექტორის მხრიდან სექსუალური ძალადობის შესახებ განაცხადა, ცოცხლად დაწვეს. ნუსრათ ჯაჰან რაფი ქალაქ ფენიში ცხოვრობდა. 27 მარტს სკოლის დირექტორმა ის თავის კაბინეტში დაიბარა და მასზე სექსუალურად იძალადა. სანამ დირექტორმა მისი გაუპატიურება მოასწრო, გოგონამ კაბინეტიდან გაქცევა შეძლო.

მოგვიანებით სკოლის დირექტორი დააკავეს, თუმცა ქალაქში საპროტესტო აქციები მისი გათავისუფლების მოთხოვნით დაიწყო. ისინი მომხდარში ნუსრათს ადანაშაულებდნენ.

6 აპრილს გოგონა სკოლაში გამოცდის ჩასაბარებლად მივიდა, რა დროსაც ერთ-ერთმა ტანასკოლელმა ის სკოლის შენობის სახურავზე აიყვანა. სახურავზე მას კიდევ 5 თანასკოლელი ელოდებოდა, ისინი გოგონას საჩივრის უკან წაღებას აიძულებდნენ. როდესაც ნუსრათმა უარი განაცხადა, მას ნავთი გადაასხეს და ცეცხლი წაუკიდეს. ის 10 აპრილს გარდაიცვალა.скачать dle 12.1








0
თარიღი: 24-10-2019, 15:02
0
55

მსგავსი ამბები


კომენტარის დამატება

კოდის განახლება

Наверх