ოპოზიცია ბაქოელებისთვის ქალაქის მერის არჩევის უფლების მინიჭებას ითხოვს

სტატიის ავტორი

აზერბაიჯანში ოპოზიციური პარტია „რესპუბლიკური ალტერნატივა“ ბაქოელებისთვის ქალაქის მერის არჩევის უფლების მინიჭებას მოითხოვს. ინფორმაციას imedinews-ი Jamnews-ზე დაყრდნობით ავრცელებს.

ოპოზიციურმა პარტიამ ხელისუფლების მისამართით რამდენიმე მოთხოვნა პარტიის კვარტალურ შეკრებაზე შეიუმუშავა და მათ შორის ბაქოს მერის არჩევნებია. ოპოზიცია ასევე მოითხოვს, რომ დოლარში გამოტანილი სესხები დაიფაროს, რომელთა მოცულობაც დევალვაციის შედეგად გაიზარდა.

ბაქო ერთადერთი ევროპული დედაქალაქია, სადაც მერს არ ირჩევენ და ის პრეზიდენტის ბრძანებულებით ინიშნება. ბაქოს ბოლო მერი ჰაჯიბალა აბუთალიბოვი იყო, რომელიც 2018 წლის აპრილში პრემიერმინისტრის მოადგილედ დაინიშნა. მას შემდეგ ბაქოს მერის თანამდებობაზე არავინ დანიშნულა.скачать dle 12.1








0
თარიღი: 31-10-2018, 15:33
0
455

მსგავსი ამბები


კომენტარის დამატება

კოდის განახლება

Наверх