“როგორც ჩანს, კენჭისყრა პარლამენტში იყო პოლარიზაციის სასარგებლოდ” – ევროკავშირის ელჩი

სტატიის ავტორი

პარლამენტში საკონსტიტუციო ცვლილებების კენჭისყრა იყო არა პროპორციული სისტემის წინააღმდეგ, არამედ პოლარიზაციის სასარგებლოდ – ამის შესახებ განცხადებას საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი აკეთებს.

“დასანანია ის შედეგი, რაც დადგა არა, არა იმიტომ, რომ ევროკავშირს აქვს ჩამოყალიბებული პოზიცია ამა თუ იმ სისტემის სასარგებლოდ, არამედ არსებული პოლიტიკური კონტექსტისა და შექმნილი მოლოდინის გამო. როგორც ჩანს, კენჭიყრა პარლამენტში იყო არა პროპორციული სისტემის წინაღმდეგ, არამედ პოლარიზაციის სასარგებლოდ”, – განაცხადა კარლ ჰარცელმა.

მისი თქმით, ევროკავშირის წარმომადგენლობა ჩართულია ნდობის აღდგენის და დიალოგის ძალისხმევაში. კარლ ჰარცელი იმედოვნებს, რომ საკითხი დიალოგის ფორმატში დაბრუნდება.

რაც შეეხება საპროტესტო აქციებს, ელჩის თქმით, ევროკავშირი მხარს უჭერს გამოხატვის თავისუფლებას, თუმცა ეს კონსტიტუციის ჩარჩოებში უნდა დარჩეს.скачать dle 12.1








მსგავსი ამბები


კომენტარის დამატება

კოდის განახლება

Наверх