საზარელი ფაქტი: ,,მამას ბიჭი უნდოდა და გოგო დაიბადა" - ახალშობილი გოგონა 30 მეტრის სიმაღლიდან გადააგდეს

სტატიის ავტორი

ჩინეთში დააკავეს მამაკაცი, რომელმაც საკუთარი ახალშობილი გოგონა კლდიდან გადააგდო. გავრცელებული ინფორმაციით შემთხვევა გუანდუნის პროვინციაში ერთი კვირის წინ მოხდა. მამამ ახალშობილი გოგონა საავადმყოფოდან მოიტაცა, ტომარაში ჩასვა და კლდიდან გადააგდო. გოგონას თავიდან მოშორების მოტივი იყო ის, რომ მამას ვაჟი სურდა.
პოლიციას გოგონას გაუჩინარების შესახებ საავადმყოფოს ექიმმა აცნობა. მაშველებმა და მოხალისეებმა ახლომდებარე ტერიტორიაზე ახალშობილის ძებნა დაიწყეს. მოულოდნელად მაშელებმა ბავშვის სუსტი ტირილი გაიგონეს და კლდის ფერდობზე 30 მეტრის ქვემოთ ბავშვიც იპოვეს. როგორც აღმოჩნდა კლდიდან გადაგდებული ჩანთა ხის ტოტს ჩამოეკიდა, რამაც ის სასიკვდილო ტრავმებისგან იხსნა. ამჟამად ბავშვი ჯანმრთელადაა და დედის მზრუნველობის ქვეშ იმყოფება.скачать dle 12.1








0
თარიღი: 2-11-2018, 13:28
0
18 736

მსგავსი ამბები


კომენტარის დამატება

კოდის განახლება

Наверх