ირაკლი კობახიძე გერმანულ მოდელზე- ფაქტობრივად ერთუცნობიანი განტოლება ამოვხსენით

სტატიის ავტორი

„რაც შეეხება გერმანულ მოდელს, გერმანულ მოდელთან დაკავშირებით, შეხედრაზე ძალიან ცხადად გაირკვა, რომ ის პირდაპ წინააღმდეგობაშია საქართველოს კონსტიტუციასთან. ანუ იქ, ფაქტობრივად, ერთუცნობიანი განტოლების ამოხსნა მოხერხდა. ბუნებრივია, ამას ოპოზოციის წარმომადგნლები საჯაროდ ვერ იტყვიან“,-განუცხადა პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ მედიას.

კობახიძის თქმით, შეხვედრაზე რამდენჯერმე დასვეს ერთი და იგივე კითხვა თუმცა პასუხი ვერ მიიღეს.
„როდესაც ხუთჯერ სვამ ერთსა და იმავე კითხვას და არ გპასუხობენ იმიტომ, რომ იციან რომ მიიღებენ შამათს ორ სვლაში იქ, ბუნებრივია, ყველაფერი ნათელია და ეს შეხვედრის მონაწილეებმაც დაინახეს“,- თქვა კობახიძემ.

მისივე განცხადებით, თუ ოპოზიცია ერთ აზრზე შეჯერდება, უმრავლესობა მზაადაა მათთან კიდევ ერთი შეხვედრისთვის.
„ოპოზიციის ერთ-ერთი იდეა იყო მრავალმანდატიანი მაჟორიტარული ოლქების, თუმცა იქ ერთმანეთს დაუპირისპირდნენ ისინი. ჩვენ დაველოდებით მათ წინადადებას, თუ შეძლებენ ისინი გაერთიანებას რაიმე წინადადების გარშემო ჩვენ ამ წინადადებას განვიხილავთ“, აღნიშნა ირაკლი კობახიძემ. скачать dle 12.1








მსგავსი ამბები


კომენტარის დამატება

კოდის განახლება

Наверх