10-ზე მეტი გარდაცვლილი და დაშავებულები - სამგზავრო მატარებელი ლიანდაგიდან გადავიდა

სტატიის ავტორი

კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის აღმოსავლეთით, კასონგოს ტერიტორიაზე სამგზავრო მატარებელი ლიანდაგიდან გადავიდა. შემთხვევას, სულ მცირე, 18 ადამიანი ემსხვერპლა. ამის შესახებ Dailysabah-ი წერს.

დაშავებულია 25 ადამიანი. გავრცელებული ინფორმაციით, კატასტროფის მიზეზი მატარებლის დიდი სიჩქარით მართვაა.

მატარებელი ქალაქი კინდუდან ქალაქ ლუბუმბაშში მიდიოდა.

ამ ქვეყანაში მატარებლების კატასტროფა ხშირია, რადგან ადგილობრივი რკინიგზის ძირითადი ნაწილი 1960-იან წლებშია აშენებული. 2017 წლის ნოემბერში კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში მომხდარი სარკინიგზო ავარიის შედეგად 30-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.скачать dle 12.1








0
თარიღი: 12-11-2018, 16:17
0
1 795

მსგავსი ამბები


კომენტარის დამატება

კოდის განახლება

Наверх