14 წლის გოგონამ, რომელმაც ვლადიმერ პუტინს წერილი მისწერა, თავი მოიკლა

სტატიის ავტორი

პუ­ტი­ნის­თვის გაგ­ზავ­ნი­ლი წე­რი­ლის გამო, რო­მელ­შიც 14 წლის გო­გო­ნა დე­დის და­ბალ ანა­ზღა­უ­რე­ბა­ზე წერ­და პრე­ზი­დენტს, ქა­ლა­ქის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ამ მო­ზარ­დი თვით­მკვლე­ლო­ბამ­დე მი­იყ­ვა­ნა. შემ­თხვე­ვა 19 ნო­ემ­ბერს რუ­სეთ­ში, სმო­ლენ­სკის ოლ­ქის ქა­ლაქ სა­ფო­ნო­ვო­ში მოხ­და.

14 წლის ნა­ტა­შამ, რომ­ლის დე­დაც სა­ფო­ნო­ვოს სა­ა­ვად­მყო­ფო­ში სა­ნიტ­რად მუ­შა­ობს, რუ­სე­თის პრე­ზი­დენტს წე­რი­ლი გა­უგ­ზავ­ნა, სა­დაც წერ­და, რომ დე­და­მისს ძა­ლი­ან ცო­ტას უხ­დი­ან, თა­ვად კი ჯან­მრთე­ლო­ბის, კერ­ძოდ, მხედ­ვე­ლო­ბის პრობ­ლე­მე­ბი აქვს და მკურ­ნა­ლო­ბა­ში დახ­მა­რე­ბა სთხო­ვა ქვეყ­ნის ლი­დერს...

რო­გორც რუ­სუ­ლი გა­მო­ცე­მე­ბი (rosbalt.ru; echo.msk.ru; Радио Свобода) სმო­ლენ­სკის ად­გი­ლობ­რივ მე­დი­ა­ზე დაყ­რდნო­ბით წე­რენ, წე­რი­ლის შემ­დეგ, გო­გო­ნას დედა სა­ა­ვად­მყო­ფოს ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბამ და­ი­ბა­რა და "შვი­ლის თავ­ხე­დუ­რი საქ­ცი­ე­ლის გამო" მკაც­რი საყ­ვე­დუ­რი უთხრა.

"სახ­ლში დაბ­რუ­ნე­ბუ­ლი დედა, შვილს ფი­ზი­კუ­რად გა­უს­წორ­და, რა­მაც მო­ზარ­დის ში­ნა­გა­ნი მდგო­მა­რე­ო­ბა კიდე უფრო და­ამ­ძი­მა..." - წერს ად­გი­ლობ­რი­ვი გა­მო­ცე­მა smolnarod.ru.

ნა­ტა­შა რუ­სე­თის პრე­ზი­დენტს დე­დის ხელ­ფა­სის გარ­და, მის სკო­ლა­ში არ­სე­ბულ სი­ტუ­ა­ცი­ა­ზე, მას­წავ­ლებ­ლებ­ზეც წერ­და. ასე­ვე, იმა­ზეც, რომ მას თა­ვი­სი პრობ­ლე­მე­ბის, ცუდი მხედ­ვე­ლო­ბის გამო, კლა­სე­ლე­ბი სი­ცო­ცხლეს უწამ­ლავ­დნენ - დას­ცი­ნოდ­ნენ და "ციკ­ლოპს" ეძახ­დნენ. ის კი, თან­ხე­ბის უქონ­ლო­ბის გამო, მკურ­ნა­ლო­ბას ვერ ახერ­ხებ­და.



რო­გორც ჩანს, მას­ზე ძა­ლა­დო­ბა წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში გრძელ­დე­ბო­და, რად­გან ჯერ კი­დევ 2015 წელს, გო­გო­ნა სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლის თა­ვის კე­დელ­ზე წერ­და, რომ მარ­ტო­სუ­ლი იყო.

"რა­ტომ ხართ ყვე­ლა­ნი ასე­თი სას­ტი­კე­ბი?!"; "ყო­ველ­დღე ვე­კი­თხე­ბი ჩემს თავს - ვინ­მეს ვჭირ­დე­ბი, ოდ­ნავ მა­ინც ვინ­მეს­თვის რა­მეს წარ­მო­ვად­გენ?! ნუ­რა­ვის და­ა­და­ნა­შა­უ­ლებთ ჩემს სიკ­ვდილ­ში, ეს მე თა­ვად გა­დავ­წყვი­ტე..." - წერ­და მო­ზარ­დი, თუმ­ცა, ად­გი­ლობ­რი­ვი მე­დი­ის ცნო­ბით, მის­თვის ყუ­რა­დღე­ბა არა­ვის მი­უქ­ცე­ვია.

19 ნო­ემ­ბერს გო­გო­ნა სა­დარ­ბა­ზო­ში ჩა­მომ­ხვრჩა­ლი იპოვ­ნეს... მას თან ჰქონ­და წე­რი­ლი, სა­დაც წერ­და, რომ ის არა­ვის ჭირ­დე­ბა და მის სი­ცო­ცხლეს აზრი არ აქვს.

მომ­ხდარ ფაქტს მწვა­ვედ აკ­რი­ტი­კე­ბენ ად­გი­ლობ­რი­ვი უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლე­ბი. ისი­ნი რო­გორც სა­ა­ვად­მყო­ფოს, ასე­ვე სკო­ლის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ას და ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბას, მთლი­ა­ნად ქვე­ყა­ნა­ში ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის კუ­თხით არ­სე­ბულ ვი­თა­რე­ბას, სა­მარ­ცხვი­ნოს უწო­დე­ბენ.

"ამ გო­გო­ნას პრო­ტეს­ტის ფორ­მა ჩვე­ნი ქვეყ­ნის სა­ხეა. ეს მისი სუ­ლის გა­მო­ძა­ხი­ლი იყო. გო­გო­ნა, ძა­ლი­ან დარ­დობ­და დე­და­მი­სის და­ბალ ანა­ზღა­უ­რე­ბა­ზე, რო­მე­ლიც ად­გი­ლობ­რივ სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში მუ­შა­ობ­და. რო­გორც ჩანს სა­ა­ვად­მყო­ფოს ხელ­მძღვა­ნელს მო­უ­ვი­და პა­სუ­ხი - "გა­არ­კვი­ეთ" და­მა­თაც თა­ვი­სე­ბუ­რად და­ი­წყეს "გარ­კვე­ვა", მომ­ჩი­ვა­ნის დე­დას შე­უ­ტი­ეს, მან კი უფ­რო­სო­ბის ჯავ­რი შვილ­ზე იყა­რა, რო­მე­ლიც თა­ვი­სი გუ­ლუბ­რყვი­ლო გო­ნე­ბით დე­და­ზე დარ­დობ­და...

ჯოხი მო­ზარ­დზე გა­და­ტყდა, რო­მე­ლიც ისე­დაც ცუ­დად იყო - თა­ნა­ტო­ლე­ბის­გან შე­ვიწ­რო­ე­ბუ­ლი და გა­რი­ყუ­ლი... ჩვენ ხომ გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მა არ გვაქვს და კი­დევ დიდ­ხანს, წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ასე იქ­ნე­ბა... მას არა­ვინ ჰყავ­და ვინც მო­უს­მენ­და, ვი­საც თა­ვის გუ­ლის­ტკი­ვილს მო­უყ­ვე­ბო­და. სკო­ლა­ში თა­ვი­სი მხედ­ვე­ლო­ბის გამო დას­ცი­ნოდ­ნენ... მან კი ბავ­შვუ­რი ჭკუ­ით გა­მო­სა­ვა­ლი იპო­ვა და პუ­ტინს წე­რი­ლი მის­წე­რა. პა­ტა­რა მებ­რძო­ლი უა­რეს ჩიხ­ში მო­აქ­ცი­ეს - გა­წი­რეს..." - წერს ჟურ­ნა­ლის­ტი ლუდ­მი­ლა შერშნე­ვა.

სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლის რუსი მომ­ხმა­რებ­ლე­ბი წე­რენ, რომ ბავ­შვი დღე­ვან­დე­ლი რუ­სე­თის მო­ზარ­დებ­ში არ­სე­ბუ­ლი პრო­ლე­მებს ნათ­ლად ასა­ხავს, რად­გან სკო­ლებ­ში ბუ­ლინ­გი მძვინ­ვა­რებს და მას მო­ზარ­დე­ბი “მგლუ­რი კა­ნო­ნე­ბით” უპი­რის­პირ­დე­ბი­ან, რაც ნიშ­ნავს, რომ ერ­თმა­ნეთს არ ინ­დო­ბენ.

სმო­ლენ­სკის ოლ­ქის გუ­ბერ­ნა­ტო­რის, ალექ­სეი ოს­ტრო­ვის თქმით, მან ამ საქ­მის გა­მო­ძი­ე­ბა­ზე კონ­ტრო­ლი თა­ვად აიღო. თუმ­ცა, ად­გი­ლობ­რი­ვებს ამის არ სჯე­რათ, რად­გან არ­სე­ბუ­ლი ცნო­ბით, გო­გო­ნას­თან სახ­ლში “მკაც­რი გაფრ­თხი­ლე­ბის­თვის” ოლ­ქის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ი­და­ნაც მი­ვიდ­ნენ...скачать dle 12.1








0
თარიღი: 21-11-2018, 14:30
0
6 172

მსგავსი ამბები


კომენტარის დამატება

კოდის განახლება

Наверх