როგორ ავარიდოთ თავი მენოპაუზისგან გამოწვეულ პრობლემებს?


კლიმაქსის მოახლოებასთან ერთად ეგრეთ წოდებული ქალური ჰორმონებისესტროგენების რაოდენობა თანდათან მცირდება, რის შედეგადაც ბევრ ქალს კლიმაქსისთვის დამახასიათებელ ჩივილებთან ერთად, მაგალითად, მომატებული ოფლიანობა, ალები, აგზნებადობა, ჭირვეულობა, კიდურებისა და ძვლების ტკივილებიც აწუხებს. მენოპაუზისთვის დამახასიათებელ პრობლემებს სოია აგარიდებთ თავიდან.

სოია ნაოჭებთან ბრძოლაში დაგეხმარებათ - მკურნალი.გე

ესტროგენები ძვლებში კალციუმის შემცველობას განსაზღვრავს. ამიტომ, როცა მათი სეკრეცია მცირდება, ძვლებიც უფრო სუსტი და იოლად მსხვრევადი ხდება, რასაც ოსტეოპოროზს უწოდებენ. ეს, ძირითადად, გამხდარ ქალებს ემუქრებათ, რადგან ცხიმოვანი ქსოვილი მენოპაუზის დროს საკვერცხეების დანიშნულებას იძენს და ესტროგენების წყარო ხდება. გამოკვლევებმა ცხადყო, რომ კლიმაქსის სტადიაში, იმ ქალბატონებს, რომლებიც სოიას ინტენსიურად იღებდნენ, ოსტეოპოროზი ნაკლებად აღენიშნებოდათ. სხვათა შორის, ამ დროს სოიის პროდუქტების მიღება წელის არეში ტკივილს და კიდურების ეგრეთ წოდებულტეხვასაგარიდებთ თავიდან.