როგორ მივაჩვიოთ ბავშვი მარტო ძილს


პატარა ბავშვი სუფთა ფურცელს ჰგავს, თქვენ მისთვის ყველაფრის სწავლა გიწევთ და ხშირად ეს დამღლელი პროცესია ხოლმე. ბავშვებისთვის სწორი ძილის სწავლა ბევრი მშობლის პრობლემაა და ხშირად ამის თავიდან ასარიდებლად მშობლები მათ გვერდით იწვენენ, რაც დროთა განმავლობაში მეორე პრობლემას აჩენს, ბავშვს მარტო ძილის სურვილი უქრება. ფსიქოლოგებმა ამ პრობლემის მოსაგვარებლად რამდენიმე რჩევა გასცეს.

შეუქმენით ძილის რუტინა

ბავშვი და ძილი, სწორი მიდგომები და რეკომენდაციები | mastsavlebeli.ge

ამ სიტყვებმა არ დაგაბნიოთ, ეს რუტინა მარტივი შესაქმნელია. უბრალოდ, მიაჩვიეთ ბავშვი, დაიძინოს ერთსა და იმავე დროს, რაც ძილის დარეგულირების გარდა,წესრიგის დაცვაში დაეხმარება და მალე ოთახში მარტო დაძინებასაც შეძლებს

საჭიროა ახლო კონტაქტი

I Never Thought it Would Be This Hard to Be a Mom | Mom.com

ბავშვები დედებს ვერ ტოვებენ და იმაზე ფიქრი, რომ მათ მარტო ძილი მოუწევთ, მარტოობისა და შიშის განცდას იწვევს მათში. გაახშირეთ მათთან ახლო კონტაქტი, დაიწვინეთ ბავშვი შიშველ მკერდზე, რათა მან თქვენი სურნელი და სიახლოვე შეიგრძნოს. ეს ბავშვს შიშის განცდას გაუქრობს.

დააყენეთ ღამის განათება

dječje zidno noćno svjetlo: modeli s baterijskim napajanjem ugrađeni u zid  - 2020-2021

განათებაზე ბევრი რამ არის დამოკიდებული, მათ შორის, ტკბილი და ხანგრძლივი ძილი. თუ გსურთ, ბავშვი მარტო ძილს მიაჩვიოთ, მაშინ ღამის განათება დაუყენეთ ოთახში. აუცილებელია განათება დაბალ შუქს ანათებდეს და მშვიდ გარემოს ქმნიდეს.

წაუკითხეთ წიგნები

Зачем читать ребенку одну и ту же сказку? | Дом и семья | ШколаЖизни.ру

ერთ-ერთი სასიამოვნო მეთოდი იმისთვის, რომ ბავშვს ტკბილად დაეძინოს, წიგნის წაკითხვაა. მშობლის ხმა ბავშვს ყოველთვის ამშვიდებს. წაუკითხეთ წიგნი ძილის წინ და მას მარტოობის განცდა აღარ ექნება.