ძლიერი დაკვამლიანება და ხანძარი გორში - ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსიდან მოსახლეობის სრული ევაკუაცია მოხდა (პირდაპირი ეთერი)


ამ წუთებში ძლიერი დაკვამლიანებაა კვერნაკის დასახლებაში, ყოფილი რძის საწარმოს შენობაში, სადაც ამ ეტაპზე სოციალურად დაუცველები არიან შესახლებულები. Dianews.ge-ს ინფორმაციით, ხანძარი ერთ-ერთი ადგილობრივის საცხოვრებელ ოთახში გაჩნდა. ამ წუთებში ადგილზე იმყოფებიან მეხანძრე-მაშველები, რომლებმაც კორპუსის სრული ევაკუაცია მოახდინეს. ასევე შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო და კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები.