ტოჩინოშინმა ტოკიოში მიმდინარე საშემოდგომო სუპერტურნირზე მეორე გამარჯვება მოიპოვა


ქართველმა სუმოისტმა ლევან გორგაძემ, იგივე ტოჩინოშინმა, იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში მიმდინარე საშემოდგომო სუპერტურნირზე მეორე გამარჯვება მოიპოვა.

ტოჩინოშინის მეტოქე მე-6 მაეგაშირა ტაკაიასუ იყო, რომელიც ქართველმა სუმოისტმა მძიმე ბრძოლაში დაამარცხა და აკი ბაშოზე რიგით მეორე გამარჯვება იზეიმა.

მეტოქეს ცოტაღა აკლდა, რომ ტოჩინოშინი დოჰიოდან გადაეყვანა, თუმცა გორგაძემ ბრწყინვალე ილეთით ბრძოლა გამარჯვებამდე მიიყვანა.

ტოჩინოშინს აკი ბაშოზე 2 მოგება და 3 მარცხი აქვს. ხვალ, მე-6 საჭიდაო დღეს, ლევან გორგაძის მომდევნო მეტოქე ​სეკივაკე შოდაი იქნება.