საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრები ფიფას რეიტინგში დაწინაურდა


საქართველოს ეროვნული ნაკრები ფიფას რეიტინგში დაწინაურდა. დღეს ფიფამ სანაკრებო გუნდების განახლებული რეიტინგი გამოაქვეყნა, რომელშიც ვლადიმირ ვაისის გუნდმა ორი პოზიციით წინ წაიწია და ამ დროისათვის 89-ე ადგილს იკავებს.

ერთა ლიგის ახალი გათამაშების ჯგუფში საქართველოს ნაკრების მეტოქეებს შორის საუკეთესო მაჩვენებელი ჩრდილოეთ მაკედონიას აქვს, რომელიც ფიფას რეიტინგში 66-ე პოზიციაზეა, სომხეთი 101-ე ადგილზეა, ესტონეთი კი - 108-ზე.

„ევრო 2020“-ის პლეი-ოფში საქართველოს ნაკრების მეტოქე, ბელარუსის ნაკრები 87-ე ადგილს იკავებს.

ფიფას რეიტინგს ისევ ბელგიის ნაკრები ლიდერობს, პირველი ათეული კი ასე

გამოიყურება:

1. ბელგია - 1773 ქულა
2. საფრანგეთი - 1744
3. ბრაზილია - 1712
4. ინგლისი - 1664
5. პორტუგალია - 1653
6. ურუგვაი - 1645
7. ესპანეთი - 1642
8. ხორვატია - 1628
9. არგენტინა - 1623
10. კოლუმბია - 1622