ვაკო ყაზაიშვილმა აშშ-ის საფეხბურთო ლიგაში მორიგი გოლი გაიტანა.


ვაკო ყაზაიშვილმა ამერიკის შეერთებული შტატების საფეხბურთო ლიგაში მორიგი გოლი გაიტანა.

მე-11 ტურში „სან ხოსე“, „პორტლენდთან“ 0:1 მარცხდებოდა და 76-ე წუთზე ანგარიში საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა გაათანაბრა.

გოლის ჩასათვლელად არბიტრმა ვიდეორეფერი დაიხმარა და გამეორებაზე კარგად გამოჩნდა, რომ ბურთმა კარის ხაზი გადაკვეთა.

ყაზაიშილმა 90 წუთი ითამაშა, გურამ კაშია კი განაცხადში ვერ მოხვდა.

11 ტურის შემდეგ „სან ხოსე“ დასავლეთ კონფერენციის სატურნირო ცხრილში ბოლო ადგილზეა.