"ძალიან გამიკვირდა აქ რომ დაგინახე, რა 666, რა ბილ გეითსი... ამ ლოზუნგებმა სულ შოკში ჩამაგდო" - ლიზა ვადაჭკორია ხატია სიჭინავას


ჟურნალისტი ლიზა ვადაჭკორია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და პანდემიის გამო შექმნილი რეგულაციების საქპროტესტო აქციის შესახებ წერს. ის ხატია სიჭინავას პოსტზე ნიშნავს და წერს, რომ მისგან ასეთი საქციელი მოულოდნელი იყო.

„ხატია, ძალიან გამიკვირდა აქ რომ დაგინახე.

რა 666, რა ბილ გეითსი და მსოფლიო შეთქმულებები?

გასაგებია, ყველას მოგვბეზრდა ეს წყეული ვირუსი, მაგრამ ამ ლოზუნგებმა სულ შოკში ჩამაგდო!

რაღაც არ მივდივართ სწორი მიმართულებით.“- წერს ვადაჭკორია.

ხატიამ პასუხი გასცა პოსტს და აღნიშნა რომ იმ კონკრეტულ აქციაზე არა ვირუსის უარსაყოფად არამედ სწავლის ჩვეულ რეჟიმში დაწყებას მოითხოვდა.

„მე მშობლების აქციაზე მივედი ლიზა. დავაფიქსირე ჩემი აზრი და წამოვედი. სად მომისმინე გეითსზე და სატანაზე ვლაპარაკობდი? ეგ ცალკე თემაა“- წერს სიჭინავა ვადაჭკორიას საპასუხოდ.