გაიცანით გორელი პედაგოგი,რომელიც ,,მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს'' ფინალისტია


გაიცანით გორელი მასწავლებელი რომელიც მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს 2020-ის ხუთეულშია და ფინალში გამარჯვებისთვის იბრძოლებს.მარიკა ვართუმაშვილი გორის N12 საჯარო სკოლაში გეოგრაფიას შეასწავლის.პედაგოგი DiaNews-თან საუბარში ამბობს რომ პროექტში მონაწილეობა მსგავსი კონკურსების სიყვარულმა და დიდი გამოცდილების მიღებამ გადააწყვეტინა.

,, მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მოსაპოვებლად ბრძოლა იმიტომ გადავწყვიტე, რომ მიყვარს კონკურსები და ამ ყველაფრისგან დიდ გამოცდილებას ვიღებ. თანაც მინდოდა, რომ ჩემი სკოლა და ჩემი რეგიონი წარმომეჩინა ფართო საზოგადოების წინაშე. ასეთი ტიპის პროექტები დიდი გამოწვევების წინაშე გვაყენებს მასწავლებლებს და ვფიქრობ ჩემი გამოცდილების გაზიარება მნიშვნელოვანი იქნება ჩემი კოლეგებისათვის.’’

კითხვაზე იყო თუ არა მოსწავლეების მხრიდან მხარდაჭერა ასე პასუხობს.

,,სიმართლე გითხრათ ბოლო ორი დღე იყო დარჩენილი, განაცხადის შევსება კი ბოლო მომენტში გადავწყვიტე. მოსწავლეების მხარდაჭერას ყოველთვის ვგრძნობ, მითუმეტეს ამ კონკურსმა უფრო კარგად დამანახა მათი მხარდაჭერა. საერთო საზოგადოებისგან დიდი მხარდაჭერა და გამოხმაურება მქონდა პირადად თუ სოც. ქსელების საშულებით.’’

მარიკა ვართუმაშვილის,კონკურსში არაერთი სირთულის გადალახვა მოუწია.ამ ყველაფერს კი კორონაპანდემია დაემატა რამაც პროექტის პირობები უფრო გაართულა.

,, საკმაოდ რთული აღმოჩნდა, რადაგნ თებერვლის ბოლოს დასრულდა განაცხადების მიღება და შემდგომ ყველა ეტაპის გავლა ეპიდემიას დაემთხვა. ესე კარანტინის პირობებში ონლაინ სივრცეში მომიწია ყველა ეტაპის გავლა. იქიდან გამომდინარე, რომ ამ რთულ პერიდოში თავი გავართვი ყველაფერს კმაყოფილიც ვარ ბუნებრივია.’’

მან უკვე იცის თუ რას მოახმარს გამარჯვების შემთხვევაში კუთვნილ პრიზს 10 000 ლარს.მისი თქმით,აღნიშნული თანხის ნაწილს სკოლას,ნაწილს კი პირად ინტერესებს მოახმარს.

,, ნათქვამია ,,შევარცხვინე ის ჯარისკაცი ვინც გენერლობაზე არ ფიქრობოსო“. ვთვლი, რომ ერთ-ერთი საუკეთესო ვარ იმ ხუთ ფინალსიტს შორის. რათქმა უნდა ჯილოდს კარგ საქმეში გამოვიყენებ და ჩემს სკოლას შევმატებ რესურსებს. არ გამოვრიცხავ პირად ინტერესებასაც, ისევ განთლების მიმართულებით.’’

ჩვენს მიერ დასმულ კითხვას,თუ რა არის მისი ტაალანტი რომელიც მას პროექტში წარმატებას მოუტანს ასე პასუხობს.

,, ის, რომ ფინალისტად შერჩევაც ჩემს მრავალფეროვან სამუშაო პროცესს უკავშირდება, რომელიც არა მხოლოდ გეოგრაფიის სწავლებასთან, არამედ სხვადასხვა ტიპის და მიმართულების აქტივობებს მოიცავს (გარემოს დაცვითი, სამოქალაქო განათლების, სკოლებს შორის თანამშრომლობა, მდგრადი განვითარების მიზნების შესაბამისი). ვცდილობ, მოსწავლეებს კარგად განვუვითარო ზოგადსაკაცობრიო უნარები, ვიყო მათი მხარდამჭერი, მეგობრული, რაც ჩემს აქტივობებში კარგად ჩანს და ეს არის სწორედ ჩემი ტალანტიც.’’

გეტყვით,რომ ,,მასწავლებლის ეროვნული ჯილდო’’ საქართველოში წელს მესამედ ტარდება.გამარჯვებულს,5 ოქტომბერს მასწავლებლის საერთაშორისო დღეს,სპეციალური ჟიური,ხუთი ფინალისტიდან შეარჩევს რომელიც მთავარ პრიზად 10 000 ლარს მიიღებს და მასწავლებლის გლობალური ჯილდოს მოსაპოვებლად იბრძოლებს,სადაც მთავარი პრიზი 1 მილიონია.