სკოლის ორ მოსწავლეს კორონავირუსი დაუდასტურდა


სენაკში სკოლის ორ მოსწავლესა და მასწავლებელს კორონავირუსი დაუდასტურდა.

არსებული ინფორმაციით, თეკლათის სკოლა შემთხვევის გამო დისტანციური სწავლების რეჟიმზე გადავიდა.

ასევე დღეს, სენაკში კორონავირუსის კიდევ ერთი შემთხვევა გამოვლინდა, Covid-19 დაუდასტურდა ამავე სოფელში მცხოვრებ ქალს.