შოკისმომგვრელი შემთხვევა - 15 წლის მოზარდი სხვენში ჩამომხრჩვალი იპოვეს (+18)


კრიმინალური დაპირისპირება და ქუჩური გარჩევის კიდევ ერთი მსხვერლი - 16 წლის ბიჭმა შეურაცხყოფასა და დამცირებას ვერ გაუძლო და სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

პირები, ვის გამოც მოზარდმა სუიციდი ჩაიდინა, პასუხისგებაში ჯერაც არ მიუციათ. როგორც ჟურნალისტთან საუბარში გარდაცვლილის ახლობელი აცხადებს, ერთ-ერთი ეჭვმიტანილის დედა „კარიდან კარზე დადის“ და ყველას აფრთხილებს, რომ მისი შვილის სახელი დანაშაულთან არ დააკავშირონ.

,,რომ შევიხედე სხვენში იყო ბავშვი ჩამომხრჩვალი, საკუთარი თვალით ვნახე და სკამი წაქცეული იყო, თოკი კი ყელთან ნაწვალები დაწითლებული ჰქონდა., ეტყობოდა რომ მალევე ინანა საკუთარი საქციელი თუმცა უკვე გვიანი იყო"- ამბობს ბავშვის ბებო.